Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » კალიფორნიული სამეფო გველი
8:18 PM
კალიფორნიული სამეფო გველი
ოჯახი: ანკარასებრნი 
ქვეოჯახი: მცურავები 
გვარი: სამეფო გველები 
სახეობა: Lampropeltis getula
ქვესახეობა: კალიფორნიული სამეფო გველი 
მაქს. ზომა: 2 მეტრი
შხამის ხარისხი: უშხამო
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 9 -12 წელი
გავრცელების არეალი: დასავლეთ ა.შ.შ; (კალიფორნია, არიზონა, ნევადა, იუტა...) ჩრ. მექსიკა.
გარეგნული აღწერილობა: შავ-თეთრი, ხანდახან ყავისფერ-კრემისფერი შეფერილობის ზოლები.
საკვები: იკვებებიან სხვადასხვა მღრღნელებით, ჩიტებით, ხვლიკებით, ამფიბიებით და სხვა გველებით. მიუხედავად იმისა, რომ უშხამო გველები არიან, არიან დიდებული მახრჩობელები და თავიანთ მსხვერპლს გუდავენ. სიტყვა "სამეფო" მათ სახელში ურევია იმის გამო, რომ ისინი ნადირობენ სხვა გველებზე, მათ შორის შხამიან გველებზე (მაგ. ჩხრიალა გველებზე). კალიფორნიულ სამეფო გველებზე არ მოქმედებს ჩხრიალა გველების შხამი, თუმცა ისინი არ არიან ბოლომდე იმუნური. ისინი იკვებებიან ჩხრიალა გველებით, როცა ჩხრიალა გველი წარმოადგენს მშიერი სამეფო გველისთვის საკვებს.
გამრავლება: კალიფორნიული სამეფო გველი წარმოადგენს კვერცხისმდებელ გველს. გაზაფხულზე მამრები ეძებენ მდედრებს. მდედრები დებენ კვერცხებს მაისიდან - აგვისტომდე, მიახლოებით 5-12-მდე.
ცხოვრების წესი და ქცევა: საერთოდ ეს გველი ეწევა ღამის ცხოვრებას. როცა აწუხებენ ან საფრთხეს გრძნობენ, იხვევიან და იღებენ რგოლის ფორმას სადაც მალავენ თავიანთ თავს და სისინებენ. ეს გველები ადამიანებისთვის არ წარმოადგენენ არანაირ საშიშროებას. წელიწადში 4-6ჯერ იცვლიან კანს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გველები არიან ერთ-ერთი პოპულარული სახლის რეპტილიები, მათი ადვილად მოვლის, ლამაზი გარეგნობის და იოლად მოშინაურების გამო. მათ უჩენენ სახლს შუშის, პლასტმასის ან ხის ტერარიუმში საჭირო ხელსაწყოებით, რომლებიც უზრუნველყოფს გველისთვის სასურველ ტემპერატურასა და ტენიანობას. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ როცა კალიფორნიული სამეფო გველი ემზადება კანის გამოსაცვლელად ამ პერიოდში მას ჭირდება ტენიანი ჰავა. ტემპერატურა სასურველია იყოს 27–29°C. უფრო დიდმა ტემპერატურამ გველს შეიძლება შეუქმნას ჯანმრთელობის პრობლემები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივართვათ გაყინულ მდგომაროებაში მყოფი მსხვერპლი. ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი დაღუპვა. მკვდარი საკვებით თუ აპირებთ კვებას, მაშინ აჯობებს ოთახის ტემპერატურაზე დაიყვანოთ, და სურვილისამებრ თბილ წყალში გადარეცხოთ, რათა გაადნოთ იგი. ცოცხალი თაგვებით კვება საკმაოდ ნორმალურია. ვირთხებს რაც შეეხება, ძალიან დიდები არ არის რეკომენდირებული, მითუმეტეს თუ გველი პატარა ზომისაა. დიდმა ვირთხამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კბენით მას. მათი კანიბალისტური ბუნების გამო არ ღირს გალიაში სხვა გველის მოთავსება, რადგანაც გველები ერთმანეთს შეჭამენ. ეს მხოლოდ დასაშვებია მათი გამრავლების პერიოდში.
შხამი: შხამი არ გააჩნია.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1238 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: კალიფორნიული სამეფო გველი, kaliporniuli samepo gveli | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.