Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » კამილო ბენსო კავური
4:26 PM
კამილო ბენსო კავური
პიემონტ-სარდინიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი,სახელმწიფო მოღვაწე და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იტალიის გაერთანების საქმეში - კამილო ბენსო კავური (1810-1861 წლები),რომელიც ამავე დროს პირველი პრემიერ-მინისტრი გახლდათ იტალიისა,ამ ქვეყნის ისტორიაში (1861 წლის 23 მარტიდან - 1861 წლის 6 ივნისამდე),მისი უდიდესი ოცნების "იტალიის გაერთიანებიდან",სულ რაღაც სამ თვეში,რომში გარდაიცვალა.იგი ხშირად ამბობდა: "მე ხშირად მადანაშაულებენ იმაში,რომ - რევოლუციონერი ვარ.მიუხედავად ამისა,მაინც მივიჩნევ,რომ უნდა ვიაროთ წინ და ჩვენ წავალთ კიდეც წინ".
საკმაოდ საინტერესოა კამილო ბენსო კავურის მოსაზრება -"ეროვნულობის" შესახებ,რომლის თაობაზეც იგი შემდეგ მოსაზრებას აყალიბებდა:

"ნებისმიერი ეპოქის ისტორია ადსატურებს,რომ ვერ ერთი ერი ვერ მიაღწევს ინტელექტის და მორალის მაღალ დონეს,თუკი მასში მძლავრად არ იქნება განვითარებული ეროვნული გრძნობები.ეს ბუნების კანონზომიერებაა... ამიტომ,თუ ჩვენ მოვითხოვთ იტალიის გათავისუფლებას.ამ დიდი მიზნის მისაღწევად სხვა მცირე საკითხები,რომლებიც ერთმანეთს გვაშორებს,უნდა დავივიწყოთ.ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა,რომ ჩვენი ქვეყანა უნდა ავაშენოთ და გავაძლიეროთ,არამედ ჩვენ,ჩვენი სამშობლო ინტელექტუალური და მორალური განვითარების ისეთ საფეხურზე უნდა ავიყვანოთ,რომ ყველაზე ცივილიზებულ ერებს გავუთანაბრდეთ...
ნაციონალიზმი უკვე დამკვიდრდა საზოგადოებაში,ის დღითიდღე იზრდება და საკმაოდ ძლიერდება,იმისათვის,რომ შემოიკრიბოს იტალიის ყველა ნაწილი,მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა".
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 908 | დაამატა: balu | ტეგები: კამილო ბენსო კავური | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.