9:41 PM "კანოპა" | |
"კანოპა" - ინგლისურ ენაზე "Canopic jiar",უძველესი ხანის ეგვიპტეში წარმოადგენდა სარიტუალო ჭურჭელს,რომელშიც ინახავდნენ იმ ადამიანთა შინაგან ორგანოებს,რომელთაც მუმიციფირება უტარდებოდათ.ძველი ეგვიპტელები გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების ამოღების შემდგომ,მათ რეცხავდნენ და და დებდნენ ბალზამში,რომელიც სპეციალურად ძველეგვიპტური ქალაქიდან - კანობიდან ჩამოჰქონდათ.ამის შემდგომ კი მათ "კანოპში" ალაგებდნენ.უძველესი "კანოპები" აღმოჩენილ იქნა ეგვიპტის ფარაონის სნეფრუს,დისა და მეუღლის - ჰეტეხერესის საფლავის გახსნისას.ყოველი მუმიის ორგანოებისათვის ოთხი "კანოპა" გამოიყენებოდა."კანოპის" სახურავებზე კი ყოველთვის გამოსახული იყო ოთხი ღვთაების თავი: ჰაპი (რომელიც პავიანის სახით იყო წარმოდგენილი),დუამუტეფი (ტურის),კვებეჰსენუფი (შევარდენის) და ამსეტი (ადამიანის).თითოეულ ასეთ გამოსახულებიანი "კანოპი" განსაზღვრული ადამიანის სხვადასხვა ორგანოებისათვის.მაგალითად: ამსეტში ინახებოდა - ღვიძლი,დუამუტეფში - კუჭი,კვებეჰსენუფში - ნაწლავები და ჰაპში - ფილტვები. მსობლიოში ცნობილი "მიცვალებლთა წიგნის" მე-17 თავში ამსეტი და მისი სამივე ძმა,თავდაპირველად ასტრალურ ღვთაებებად მიიჩნეოდნენ და განიხილებოდნენ "დიდი დათვის თანავარსკვლავედის" თანამგზავრებად.თავად "კანოპები" კი მოთავსებული გახლდნენ სპეციალურ ყუთებში,რომლებზეც რელიეფური სახით იყვნენ გამოსახულნი შემდეგი ძველეგვიპტური მფარველი ღვთაებები: ისიდა,ნეფტიდა,მუტი და ნეიტი.დღესდღეობით "კანოპას" მრავალი ნიმუში წარმოდგენილია,არა მარტო ეგვიპტის მუზეუმებში,არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებშიც,მათ შორის ბრიტანეთის უნიკალურ მუზეუმში. | |
|