3:23 PM კატანა – სამურაის ხმალი | |
ალბათ გინახავთ აზიურ ფილმებში რა სასწაულებს აკეთებენ სამურაის ხმლით იგივე კატანით (Katana) , ერთი ხმლის მოქნევით მოწინააღმდეგე მთლიანად ლიკვიდირებულია. გაგიკვირდებათ და არაფერი არ არის გადამეტებული. ერთი ხმლის მოქნევით ნამდვილად შესაძლებელია ადამიანი თავის გარეშე დავტოვოთ და უფრო მეტიც სულ თავისუფლად ჭრის შუაზე სხვა დანარჩენ ფოლადის ხმლებს. კატანა იაპონიაში საკმაოდ ძვირი ნივთი და ერთ – ერთ საშიშ ცივ იარაღად ითვლება , ამიტომ მის შეძენის უფლება სპეციალური ლიცენზიის მოპოვების შემდეგ არის შესაძლებელი , რათქმაუნდა ეს ეხება ნამდვილ სამურაის ხმალს და არა გაყალბებულ სუვენირებს . კატანის ისტორია დაახლოებით XII-XIII საუკუნიდან მოდის და მათი ძირითადი მომხმარებლები იყვნენ სამურაები , დამზადების მეთოდი უძველესია და დღემდე ამავე წესით ამზადებენ . კატანის დამზადება რთული ტექნოლოგური პროცესია. იგი იჭედება სხვადასხვა სიმტკიცის ფოლადის ნაჭრებისგან , გადის სხვადახვა გამოწრთობის საფეხურებს , იძენს ბასრ პირს და ოდნავ რკალისებურ ფორმას , რაც იწვევს მის საოცარ ელასტიურობას და ამავე დროს სიტკიცეს. ძველი წყაროების თანახმად სამურაები კატანის გამოცდას იაპონიის დაბალი ფენის მოსახლეობაზე ატარებდნენ , ხმალი შემდგარი და დარსულებული მაშინ იქნებოდა თუ კი ერთი მოქნევით ადამიანს შუაზე გააპობდა. დღესდღეობით სპეციალურ კატანის სკოლებში მიმდინარეობს ხმლის დამზადება და გამოცდა , ოღონდ ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე. კატანის გარდა იაპონიაში არსებობს მომცრო ზომის ხმალი wakizashi და სულ პატარა ხმალი tanto , რომლიც ამავე პრინციპით მზადდება და იგივე თვისებები აქვს რაც კატანას . ვაკიზაში კატანის რეზერვად ითვლება მას გამოიყენებდნენ სამურაები ბრძოლების დროს ის ბევრად უფრო მსუბუქი და მოსახერხებელია , ხოლო ტანტო უფრო მეტად რიტუალური თვითმკვლელობების დროს გამოიყენებოდა. კატანის დამზადებას მხოლოდ გამოცდილ ოსტატს ანდობენ , იაპონიაში არსებობს სპეციალური სკოლები სადაც მის გაკეთებას და მოხმარებას ასწავლიან. ხმალი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა , ამიტომ იაპონიაში უამრავი გაყალბებული იაფფასიანი ხმალი მზადდება და საზღვრებს გარეთ გააქვთ. თვალსაჩინოებისთვის კატანას უამრავი დოკუმენტური ვიდეო დევს ინტერნეტ სივრცეში , ჩემი რჩევით ყველაზე კ | |
|