5:55 PM კბილების თვალისმომჭრელი სილამაზე | |
როგორ ფიქრობთ ჰოლივუდის მსახიობების თვალისმომჭრელი ღიმილი და კბილების სილამაზე ბუნებისგანაა? ძალზე ხშირად თეთრი კბილები და კბილთა სწორი წყობა – სტომატოლოგების სანიმუშო ოსტატობის შედეგია. ასეთია შოუ-ბიზნესის კანონები, რომ მიიღო სამუშაო უნდა გქონდეს შესაბამისი იერსახე, თამამი ღიმილი და იდეალური გარეგნობა. არაფერი ისე არ წარმოადგენს ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოს, როგორც შესანიშნავი თეთრი ღიმილი. ლოს-ანჯელესის წამყვანი კოსმეტიკური-სტომატოლოგი ექიმი დოფმანი ამბობს, რომ პირველი რასაც ბრიტანელი მსახიობები აკეთებენ ჰოლივუდში გადაღებებზე ჩამოსვლისას – მიდიან სტომატოლოგთან კბილების რესტავრაციაზე. წარმატებულმა მსახიობმა და რეჟისორმა ჯორჯ ქლუნიმაც მიმართა სპეციალისტს რათა აღმოეფხვრა მისი ღიმილის ნაკლოვანებები. ხოლო სექ-სიმბოლო ტომ კრუზმა 40 წლის ასაკში გაისწორა კბილები, მხოლოდ ამის შემდეგ გახდა მისი ღიმილი გულწრფელი და თამამი. ცნობილი მსახიობი და ლამაზმანი დემი მური და ტომ-მოდელი სინდი კროუფორდი სრულიად დაუფარავად ატარებდნენ ბრეკეტებს. მომღერალი და მსახიობი, ოსკარის მფლობელი შერი ჟურნალ „People"-ს გადაღებებზე ბრეკეტებით წარსდგა, ამ დროს იგი მკურნალობის კურსს გადიოდა ექიმ-ორთოდონტთან. ძალიან ბევრი მსახიობი დაუღალავად იბრძოდა საკუთარი იდეალური ღიმილისათვის. მათ შორისაა ჯულია რობერტსიც, ბუნებამ იგი დააჯილდოვა კბილთა ცუდი დგომით, მას საკმაო ხანი მოუწია ბრეკეტების ტარება, მაგრამ დღეისათვის მისი ღიმილი პოპულარობით მეორე ადგილზეა. ყველაზე ლამაზი ღიმილი კი მსახიობ ჰოლი ბერის აქვს, იგი პირველ ადგილზეა ამ ნომინაციაში. ისეთ ვარსკვლავებს კი როგორიცაა არნოლდ შვარცნეგერი, ელტონ ჯონი და მადონა შეუძლიათ თავს უფლება მისცენ ჰქონდეთ ისეთი მცირედი ნაკლი, როგორიცაა ღარი წინა კბილებს შორის. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაკლია, რომელიც მილიონობით ღიმილს უქმნის პრობლემას. სტომატოლოგები მას დიასთემას უწოდებენ. ღარი საჭრელებს შორის შეიძლება უამრავი მიზეზის გამო გაჩნდეს, დღეისათვის მისი დაფარვის უამრავი საშუალება არსებობს. მაგრამ ბევრს არც აწუხებს ეს მცირე ნაკლი, პირიქით მას საკუთარ მარგალიტად მიიჩნევენ. მაგალითად ლამაზმანმა ბრიჯიტ ბარდომ და ლეგენდარულმა ჯეინ ბირკინმა მოიწყვეს მშვენიერი კარიერა, ხოლო დიასთემამ მათ გარკვეული შარმი შესძინა. შოუ-ბიზნესის მოდელები ლარა სტოუნი და ჯორჯია მეი არც აპირებენ ამ ბუნებრივი ნაკლის მოშორებას, თვლიან რა, რომ ჰოლივუდის ღიმილი მათ ინდივიდუალურობას ხელს უშლის. მსოფლიოს ხალხთა თქმულებებში, ადამიანი რომელსაც წინა კბილებს შორის სივრცე აქვს მდიდარი და ბედნიერია. ლორენ ჰატონმა, ვანესა პარადიმ, ეშლი სმიტმა, ანა პაკუინმა და კონდოლისა რაისმა წარმატებსაც მიაღწიეს და მშვენიერი კარიერაც გაიკეთეს. მათი შესანიშნავი ღიმილის საიდუმლოება კბილების ჯანმრთელობაშია. ხოლო კბილების ჯანმრთელობისათვის, მათ მოვლა ესაჭიროებათ. | |
|