Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » კბილის ნადები
5:39 PM
კბილის ნადები
ბუნებამ დაგვაჯილოდვა კანის საფარველით, რათა გულმოდგინედ დაეცვა ჩვენი შინაგანი ორგანოები მოკრობების „შემოსევისაგან. მაგრამ მთლიანად ამ მიკროსამყაროსაგან იზოლაცია შეუძლებელია. ჩვენი პირის ღრუ სამუდამოდ რჩება ამ პატარა, მაგრამ აგრესიული არსებებისთვის შემოსასვლელ კარიბჭედ.

დაბადებიდან სულ რამოდენიმე საათში ჩვენი პირის ღრუ ივსება მიკროორგანიზმებით და ეს ნორმალური პროცესია, მათგან მხოლოდ მცირედია მავნებელი. ჩვენში არსებული ყველა მიკროორგანიზმი ცხოვრობს „პატრონის" ხარჯზე, ბევრი მათგანი არ ვნებს და ამ თანაცხოვრებას უწოდებენ კომენსალიზმს.



არსებობს თანაცხოვრების სხვა ფორმაც – სიმბიოზი. ამ მოვლენას ადგილი აქვს, როდესაც სხვადასხვა ფორმის თანაცხოვრება დამყარებულია ურთიერთ სარგებელზე. მაგალითად ნაწლავებში არსებული ბაქტერიები „პატრონის" პატივსაცემად გამოიმუშავებენ მისთვის აუცილებელ ვიტამინ K.

თანაცხოვრების შემდგომი ფორმაა პარაზიტობა. ერთი ორგანიზმი ცხოვრობს მეორეს ხარჯზე, ამასთან „პატრონისთვის" მოაქვს მხოლოდ ზიანი, ხანდახან კი სიკვდილიც. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული თუ რომელ მიკროფლორას დავასახლებთ ჩვენს პირის ღრუში.

ადამიანის ორგანიზმის მიკრობების სამყაროსთან ურთიერთობაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ პირის ღრუ, ლორწოვანი გარსი და ყბა-სახის ლიმფური აპარატი. პირის ღრუში არსებულ მიკრო ფლორაში დომინანტური ადგილი უკავიათ ბაქტერიებს, როგორც რაოდენობით, ასევე მრავალფეროვნებით. მათ გარდა ასევე არიან: ვირუსები, სოკოები და უმარტივესები. ზოგიერთი მონაცემით ამ ბაქტერიების სახეობები მერყეობს 120 დან 300მდე.


პირის ღრუ, როგორც ეკოლოგიური ნიშა, შესაძლოა დავყოთ რამოდენიმე მცირე და ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებულ ბიო გარემოდ: ლორწოვანი გარსი, ღრძილის ნაპრალის ზონა, პირის ღრუს სითხე და კბილის ნადები. ყველაზე დასახლებული ადგილი კბილის ნადები ანუ კბილის ბალთაა, რომელიც გრამ მასაზე 10 დან 1000 მილიარდამდე მიკროორგანიზმს შეიცავს. ისეთი დაავადებები, როგორიცაა კარიესი, გინგივიტი და პაროდონტიტი პირდაპირ კავშირშია კბილზე ნადების წარმოქმნასთან. აქ არსებული მიკროფლორა იმდენად მრავალფეროვანია, რომ წარმოდგენაც შეუძლებელია, დაახლოებით 200 სახეობააა.

საიდან ჩნდება კბილის ნადები?


ის, რომ კბილები აუცილებლად უნდა იყოს თეთრი – ეს მითია. ჯანმრთელ კბილს შესაძლოა თეთრი ფერის ნებისმიერი ტონი ჰქონდეს. ზოგს კბილის ფერი უფრო მუქი აქვს, ასაკთან ერთად ეს სიმუქე მატულობს.

არსებობს კბილის გამუქების 2 სახე – იმის მიხედვით თუ საიდან მკრთალდება დენტინი (დენტინი – კბილის ძირითადი შემადგენელი ქსოვილი) შიგნიდან თუ გარედან. კბილი შესაძლოა გამუქდეს შიგნიდან, როგორც წესი ორგანიზმში ფტორის ზედმეტი რაოდენობის ხარჯზე (რასაც ეწოდა ფლუოროზი), რაც ხშირად ვითარდება დიდი რაოდენობით კბილის პასტის გადაყლაპვის ხარჯზე. ფლუოროზის დროს კბილებზე ჩნდება თეთრი ან ყავისფერი ლაქები.


გარედან კბილი მკრთალდება, იბინდება ისეთი სასმელის ზედმეტი მიღებით, როგორიცაა ყავა, მუქი ჩაი, აგრეთვე სიგარეტის ზემოქმედებით. ასეთი ნადების მოშორება ხშირად მხოლოდ პროფესიონალური ჰიგიენითაა შესაძლებელი.

კბილის ბალთა წარმოადგენს პრაქტიკულად შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველ რბილ ნადებს, რომელიც გროვდება კბილებზე, ღძილებზე და ენაზე.

არსებობს რბილი ნადების სახეები.




თეთრი ნადები (სინამდვილეში იგი მოყვითალოა) – კბილების ყველაზე ხშირი „სტუმარია". იგი ჩნდება ღამის განმავლობაში და ძირითადად შედგება საკვების ნარჩენების, ნერწყვის, ჩამოფრცქვნილი ეპითელის და სხვადასხვა ბაქტერიებისაგან. თეთრი კბილის ნადები ადვილად სცილდება კბილის ჯაგრისით. თუკი არ მოხდა აღნიშნული ნადების მოცილება, ხდება მათი მინერალიზაცია და კბილებზე ჩნდება ქვები, ხოლო ლორწოვანი გარსის იმუნიტეტი ქვეითდება. კბილის თეთრი ნადების პროფილაქტიკა ასევე მოიცავს მაგარი საკვების მიღებას, როგორიცაა ვაშლი, სტაფილო და სიმინდი.


მწეველის ნადები წარმოადგენს შეძენილ ნადებს, რომელსაც იწვევს თამბაქო. მას აქვს მკვეთრი მოყავისფრო-მოშავო შეფერილობა და კბილის ჯაგრისით მისი მოშორება შეუძლებელია. აღნიშნული ნადების მოსაშორებლად იყენებენ ულტრაბგერით სკეილერს და სხვადასხვა საშუალებებს.

კბილებზე მომწვანო-მოშავო ფერის ნადები (პრისლის ნადები) – ბავშვებში წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემას, არამედ კარიესის წარმოქმნის საშიშროებასაც. პრობლემის მოგვარება ძირითადად ხდება გასტროენტეროლოგთან. ხოლო ნადების მოცილება მხოლოდ სტომატოლოგისსავარძელში.

კბილების პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები. ნადების მოცილებით ჩვენ ხელს უშლით კბილებზე ბაქტერიების გამრავლებას. ე.ი. ვახდენთ კარიესის და სხვა დაავადებების პრევენციას.
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 923 | დაამატა: balu | ტეგები: კბილის ნადები | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.