8:41 PM კითხვები | |
1) რამდენიმე ათწლეულის წინ ჟურნალ ნიუსვიკის გარეკანზე გამოსახული იყო მაგნიტოფონი, ერთი შენობა და წარწერა „იქსის ჩანაწერები". ერთი წუთის შემდეგ აღადგინეთ წარწერაში ჩვენს მიერ გამოტოვებული სამი ასო და დაწერეთ თავდაპირველი ვარიანტი. 2) ბრიტანულმა პარლამენტმა მაღაზიათა ქსელი მარკს ენდ სპენსერი მოდიფიცირებული იქსების გამოყენებაში დააანაშაულა. იაპონიის მეტროებში თვითმკვლელობების შესამცირებლად პლატფორმებზე იქსები დაამონტაჟეს. დაგვისახელეთ იქსი. 3)კიპლინგის ნაწარმოების პერსონაჟები ლიროიდი, მალვენი და ორტერისი თავიანთ ქვედანაყოფში ყველაზე მოხერხებულები არიან და მუდამ მზად არიან თავგადასვლებისთვის. ნაწარმოების დასახელება ემთხვევა სხვა 1844 წლის პოპულარული ნაწარმოების სათაურს. დაწერეთ ეს სათაური. 4) ჰელოუინის თემაზე მიძღვნილ ერთ-ერთ სახუმარო კარიკატურაზე ბართან მყოფი იქსი ბარმენს აწვდის ტელეფონს და ეუბნება: „ჩემი ცოლი რეკავს, უპასუხე და უთხარი რომ არ გინახივარ". ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი. 5)ბეტმენის ასისტენტ ალფრედ პენივორტს ბრიტანული სამხედრო გამოცდილება ჰქონდა და ამასთან ერთად სამედიცინო დახმარებას უწევდა სუპერ-გმირს. დაასახელეთ ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც იგი ამგვარად ეფუძნება. 6) ალბუს დამბლდორის გამჭოლ მზერაზე საუბრისას როულინგი ახსენებს გვარს, რომლის გამოგონებასაც გასულ საუკუნეში ბევრი ალბათ ჯადოქრობად ჩათვლიდა. დაასახელეთ ეს გვარი. 7) როგორც ცნობილია, იასირ არაფატი მთელი ცხოვრება თავისზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეებს ებრძვოდა და დაგებულ საფრთხეებს გაურბოდა. დაასახელეთ 1940 წელს გამოჩენილი პერსონაჟი, რომელსაც მან რამდენიმეჯერ თავი შეადარა. 8) ერთ-ერთ ბლოგზე ვკითხულობთ: მუზების მოსაზიდად და ლექსების დასაწერად X ხშირად სტუმრობდა Y-ს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც თუკი გეტყვით, რომ ისინი ერთმანეთის ანაგრამებს წარმოადგენენ. 9)რის შესახებ წერდა ცნობილი ამერიკელი მწერალი ჰენრი მილერი, რომ ეს არის დაკანონებული ხერხი სახალხოდ იყვირო ის, რაც ძალიან ინტიმურად ან ძალიან სულელურად ჟღერს ნორმალური საუბრისთვის? 10) გასული საუკუნის დასაწყისში დიასახლისები იყენებდნენ ჩაქუჩს და სატეხს („ზუბილას"), რადგან ჯერ არ იყო გამოგონებული სპეციალური ხელსაწყო ამის გასაკეთებლად. რის გაკეთებაზეა საუბარი? | |
|