8:43 PM კოაბიტაცია | |
წარმომავლობა კოაბიტაცია არის საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის პროდუქტი, თუმცა დაუგეგმავი. ახალმა კონსტიტუციამ ერთად მოუყარა თავი ძლიერ პრეზიდენტს მრავალფეროვან პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს, რომელიც, თავის მხრივ, ანგარიშვალდებულია კანონმდებლებთან. პრეზიდენტის უპირველესი ამოცანა იყო, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და გადამწყვეტი მოქმედება უმოქმედობის თავიდან ასაცილებლად, რომელიც საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკაში იყო გავრცელებული; პრემიერ-მინისტრი, ასევე, იყო მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ საკანონმდებლო ხელისუფლებას და ეხმარება პარტიათშორისი კინკლაობის გადალახვაში. 1962 წლიდან საფრანგეთის პრეზიდენტი ირჩევა პირდაპირი საერთო-სახალხო კენჭისყრის სისტემით. ამ სისტემამ ჩაანაცვლა საარჩევნო კოლეგიის ადრეული სისტემა, რომელიც გამოიყენა მხოლოდ ერთხელ. ეს ცვლილება განხორციელდა პრეზიდენტის ძალაუფლების გასაზრდელად, რაც შეუძლებელი იყო ძველი კონსტიტუციით. ამავე დროს, პრეზიდენტს გადაეცა სახალხო მანდატი და იგი იქცა ერის სახედ და სიმბოლოდ. რა თქმა უნდა ეროვნული ასამბლეის უმრავლესობა ინარჩუნებდა თავის ძალაუფლებას, მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტს მიენიჭა პრემიერ-მინისტრის დანიშვნის უფლება, იგი წარმოჩნდა როგორც უმაღლესი ლიდერი, რომელსაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის მომხდარი ნებისმიერი უთანხმოების გადაწყვეტა შეეძლო. გარდა ამისა, დისბალანსი ვლინდება იმაშიც, რომ მეხუთე რესპუბლიკის პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს ასამბლეა ნებისმიერ დროს (მაგრამ არაუმეტს ერთისა წელიწადში), მაშინ როდესაც ასამბლეას არ აქვს პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების მოხსინის ძალა. პრეზიდენტის ამგვარი უპირატესობის ერთადერთი ნაკლი იყო ის, რომ პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის დანიშვნას სჭირდებოდა პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის თანხმობა: რადგან საკონმდებლო ორგანოს შეუძლია გამოუცხადოს უნდობლობა და დაითხოვოს მთავრობა, აქედან გამომდინარე პრემიერ-მინისტრს სჭირდება ასამბლეის მხარდაჭერა. აღნიშნული გარემოება არ იყო პრობლემა მაშინ როდესაც პრეზიდენტი და საკანონმდებლო უმრავლესობა ერთ პარტიას წარმოადგენდნენ, მართლაც პრეზიდენტი შარლ დე გოლი, რომელიც იყო კონსტიტუციის უდიდესი ნაწილის სულის ჩამდგმელი, ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასეთი უთანხმოება შეიძლება მომხდარიყო; ასეთ სიტუაციაში საფრანგეთის საზოგადოება მას არ ჩააყენებდა. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ პრეზიდენტი ირჩევა შვიდწლიანი ვადით, ხოლო ასამბლეა ხუთწლიანი ვადით, ადრე თუ გვიან ასეთი მდგომარეობა წარმოიშვება. პოლიტოლოგებმა ეს შეაფასეს როგორც ხარვეზი კონსტიტუციაში, რომელსაც მეხუთე რესპუბლიკის დაქცევა შეუძლია. კოაბიტაციასთან პირველი შეხება მოხდა 1981 წელს, მას შემდეგ რაც საფრანგეთის პრეზიდენტად სოციალისტი ფრანსუა მიტერანი აირჩიეს. ამ დროს ასამბლეის უმრავლესობას მემარჯვენე ძალა იკავებდა. ახლადარჩეულმა პრეზედენტმა მიტერნმა თითქმის მაშინვე გამოიყენა მისდამი მინიჭებული ძალაუფლება და მოიწვია ასამბლეის არჩევნები, რომელშიც ამომრჩეველებმა მხარი ფრანსუა მიტერანის სოციალისტებს დაუჭირეს. ამგვარად, არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ ასამბლეაში სრული უმრავლესობა მოიპოვა და პოლიტიკური კრიზისიც თავიდან იქნა აცილებული. თუმცა, როდესაც ასამბლეის ხუთწლიანი უფლებამოსილების ამოწურვის გამო ჩატარდა ასამბლეის ხელახალი არჩევნები, სოციალისტები დამარცხდნენ, დაკარგეს უმრავლესობა და დაიწყო კოაბიტაციის პირველი ექსპერიმენტი. კოაბიტაცია პრაქტიკაში [რედაქტირება] საფრანგეთში კოაბიტაციის მხოლოდ სამი პერიოდი იყო, მაგრამ თითოეული მათგანი გამოირჩეოდა უფლებამოსილების ილუსტრირებული რხევებით პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. | |
|