Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » კორნელიუს ვანდერბილტის ბიოგრაფიიდან
9:17 PM
კორნელიუს ვანდერბილტის ბიოგრაფიიდან
კორნელიუს ვანდერბილტი (1794-1877 წლები),გახლდათ ერთ-ერთი უმდიდრესი და წარმატებული ამერიკელი მეწარმე XIX საუკუნისა,რომელმაც სათავე დაუდო "პლუტოკრატიულ" გვარს ვანდერბილტებისა (პოლიტიკური წყობილება,როდესაც ქვეყანას მართავს გაბატონებულ კლასის ყველაზე მდიდარ წარმომადგენელთა მცირე ჯგუფი,რა დროსაც ხალხი სრულიად უუფლებოა).იგი წარმომავლობით პორტ-რიჩმონდელი ღარიბი ფერმერის შვილი იყო და მამამისი ლუკმა-პური რომ ეშოვა ნიუ-იორკის სანაპიროებზე მენავედაც მუშაობდა.16 წლის ასაკში 100 დოლარათ,დედის დახმარებით შეისყიდა მცირე ზომის ნავი,რომელსაც "სწრაფმავალი" უწოდა.მას მგზავრები ნიუ-იორკის ერთი სანაპიროდან - მეორე სანაოირომდე 18 ცენტად გადაჰყავდა და ერთი წლის მუშაობის შემდეგ ოჯახის ბიუჯეტს 1000 ამერიკული დოლარი შემატა.მალე კი კორნელიუსმა მცირე ზომის უამრავი ნავი შეიძინა და ფაქტიურად ამ პერიოდიდან დაიწყო მისი "აღმასვლა".1812 წელს ანგლო-ამერიკული ომის პერიოდში,მიუხედავად ნიუ-იორგის ალყისა ინგლისელთა მხრიდან,მასმა ნავებმა ამერიკულ სამხედრო ძალებს უდიდესი დახმარება გაუწია,მაშინ როდესაც მთელი საბრძოლო მასალა იქნებოდა თუ საკვები პროდუქტები კორნელიუსის ნავებს გადაჰქონდათ მათთვის.19 წლის ასაკში დაქორწინდა მის მეზობელზე - სოფია ჯონსონზე,რომელიც არანაკლები მიზანდასახულობით გამოირჩეოდა ვიდრე მისი მეუღლე.22 წლის ასაკში კორნელიუსს,უკვე 9000 დოლარი ნაღდი ფული ჰქონდა.მან ამ ხნის მანძილზე ღრმად ჩასწვდა "ბიზნესის" ლაბირინთებს და 1810 წელს ჰყიდის საკუთარ "ფლოტს",რა დროსაც ტომას ჰიბსონის გემის კაპიტნად იწყებს მუშაობას,რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა სხვადასხვა მიმართულებები,თუმცა ამ დარგის მონოპოლია სხვა ამერიკელ ბიზნესმენებს ეკუთვნოდათ და პრობლემების ქვეშ მოაქციეს,თუმცა მას ფარ-ხმალი არ დაუყრია.კორნელიუსისა და მისი მოწინააღმდეგეების ურთიერთობა კატა-თაგვობანას თამაშს დაემგვანა და მიუხედავად დიდი პრობლემებისა იგი კვლავაც განაგრძობდა მუშაობას.ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ სადაც განიხილეს აღნიშნული საკითხი,აღნიშნული დარგი "მონოპოლიზირებულად" და ანტიკონსტიტუციურად შეაფასა და კორნელიუსს ფაქტიურად ფართო ასპარეზი მისცა.მალევე შვიდი გემის მფლობელი ხდება და მისი ბიზნესიც ძალიან ვითარდება.მალე კი მეუღლესთან ერთად აარსებს შორეული გადაზიდვების კომპანიას და იგი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ამერიკელად იქცევა დროთა განმავლობაში.1853 წელს კორნელიუსის სახელზე ბანებში 11 მილიონი დოლარი ირიცხებოდა და დასვენება გადაწყვიტა.შეისყიდა 80 მეტრის სიგრძის იახტა "ჩრდილოეთის ვარსკვლავი",რომელიშიც 500 000 დოლარი გადაიხადა და იგი გახლდათ პირველი კერძო იახტა,რომლის სალონები ძვირფასი ტყავით,მარმარილოთი და ხავერდით იყო შემკული.როდესაც სტატენ-აილენდის სიახლოვეს (სადაც 86 წლის დედა ცხოვრობდა),ჩაიარა საკუთარი იახტით,ჯარისკაცებს უბრძანა ზალპი მიეცათ,დედამისის საპატივცემულოთ.ამ პერიოდში იგი ევროპიდან მოგზაურობიდან ბრუნდებოდა.ამავე პერიოდში მთელი თავისი ბიზნესი ახლობელ ადამიანებს ჩააბარა,მათ შორის რამდენიმე "ორმაგ თამაშს" თამაშობდა,რაც კორნელიუსისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მათ სიტყვა-სიტყვით ასეთი წერილი მისწერა:
"ჯელტმრნებო,თქვენ გადაწყვიტეთ მე გამაბრიყვოთ.არ იფიქროთ,რომ დიდი დრო დავკარგო სასამართლოებში სიარულით და თქვენი საქმე სასამართლომ განიხილოს.უბრალოდ იცოდეთ,რომ მე თქვენ გაგანადგურებთ".
მოგვიანებით კორნელიუსი ჩაება სარკინიზო გადაზიდვებში და მას ამის შემდეგ მოიხსენიებდნენ,როგორც "რკინიგზის მეფე".კორნელიუს ვანდერბილტი გარდაიცვალა 1877 წლის 4 იანვარს ნიუ-იორკში.მისი სახელი კი - ენდრიუ კარნეგისთან,ჯონ როკფელერთან და ჯონ მორგანთან ერთად,შევიდა ამერიკის ისტორიაში,როგორც ერთ-ერთი უდიდესი მეწარმე XIX საუკუნის ამერიკისა.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 865 | დაამატა: balu | ტეგები: კორნელიუს ვანდერბილტის ბიოგრაფიიდან, kornelius vanderbiltis | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.