Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » "კოსმოსური კალამი" - "Space Pen"
6:19 PM
"კოსმოსური კალამი" - "Space Pen"
"კოსმოსური კალამი" - "Space Pen",მოიხსენიებენ ასევე,როგორც "უწონადობის კალამი" და იგი წარმოადგენს ბურთულიან კალამთა რიგს,რომელიც იწარმოება კომპანია "Fisher Spacepen"-ის მიერ.მასში მელანი სპეციალურ კარტრიჯშია მოთავსებული,რომელიც წნევის შედეგად რეგულირდება.მისი უმთავრესი თვისება გახლავთ დაწეროს ექსტრემალურ პირობებში,ექსტრემალური ტემპერატურის დროს,მაგალითად: კოსმოსში,წყალქვეშ და ასე შემდეგ.მან შესაძლოა წერის უნარი შეინარჩუნოს -35 გრადუს-ცელსიუსიდან +120 გრადუს ცელსიუსამდე და მისი მოხმარების ვადა განისაზღვრება 100 წლით.მას ამზადებენ ვოლფრამის კარბიდით და იგი პირველად შემუშავებულ იქნა ამერიკელი გამომგონებლისა და მეწარმის - პოლ ფიშერის მიერ.1967 წლამდე ასტრონავტები კოსმოსში საწერ კალმად იყენებდნენ ფლომასტერებს,ან კიდევ მექანიკურ ფანქრებს,თუმცა NASA-ს მიერ აღნიშნული კალამი მოწონებულ იქნა და 1967 წლის შემდეგ იგი გამოიყენება კოსმოსურ სივრცეში წერისათვის.იყო ვერსია,რომ ამ საწერი კალმის შესაქმნელად NASA-მ 1 მილიონი დოლარი გამოყო,თუმცა აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება,რადგან "უწონადობის კალამი" ფიშერმა,ყველასაგან დამოუკიდებლად შექმნა და NASA-ს არანაირი სუფსიდირება არ გაუწევია მისთვის.NASA-მ მხოლოდ,შემდგომში მის დახვეწაში მიიღო მონაწილეობა.თითოეული ასეთი კალმის ეგზემპლარის დამზადება 100 დოლარი ღირდა,თუმცა მოგვიანებით NASA-ს მიერ მართლაც დაიხარჯა 1 მილიონი დოლარი მისი დახვეწისათვის და პროექტ Apolo-სათვის (კოსმოსური გაფრენების სერია 1961-1975 წლებში) და მა პერიოდში თითოეული "უწონადობის კალმის" ღირებულება 6 დოლარს არ აღემატებოდა.დღესდღეობითაც "უწონადობის კალამი",შეუცვლელ საწერ საშუალებადაა მიჩნეული ექსტრემალური სიტუაციების დროს,განსაკუთრებით კი ასტრონავტებისათვის კოსმოსში
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 910 | დაამატა: balu | ტეგები: კოსმოსური კალამი - .Space Pen, kosmosuri kalami | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.