8:03 PM კუბდარი | |
მასალა • 300 გრ. ოდნავ ამოყვანილი მაგარი ცომი • 250 გრ. ნაკლებცხიმიანი ხბოს რბილი ხორცი • 100 გრ. ხახვი • 5 გრ. წიწაკა • 15 გრ. სვანური მარილი • ცოტაოდენი ძირა მომზადება დავჭრათ ხორცი წვრილ კუბიკებად. დავაჭრათ ხახვი წვრილად და შევურიოთ ხორცს სვანურ მარილთან და ძირასთან ერთად (მარილი და წიწაკა გემოვნებით). გავაბრტყელოთ ცომი, მიღებული მასა მოვათავსოთ გაბრტყელებულ ცომში, მოვუკრათ თავი და ისევ გავაბრტყელოთ. გაბრტყელების შემდეგ ცომის თავი გავხსნათ. ეს იმიტომ, რომ ცომი არ გაიბეროს. შემდეგ მოვათავსოთ ღუმელში და გამოვაცხოთ. | |
|