Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 4 » კუპატი
11:31 PM
კუპატი
მასალა
• ძროხის/ღორის ხორცი ან მათი ნარევი-4 კილოგრამი
• ხახვი-5-6 თავი
• ქონი-200 გრამ
• ნაწლავი-საჭირო რაოდნობის
• პილპილი-20-25 მარცვალი
 • კოწახური, მარილი-გემოვნებით


მომზადება
ავიღოთ გარეცხილი მსუქანი ძროხის ხორცის ან ღორის ხორცის რბილი ნაჭერი, ან მათი ნარევი და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილი ხორცი შევაზავოთ მარილით, დანაყილი პილპილით, კოწახურით, კარგად დავზილოთ, თან ცოთა-ცოტა ხორცის ბულიონი დავასხათ, რომ ხორცი ნაზი იყოს. ავიღოთ საქონლის გამხმარი ნაწლავი, კარგად გავრეცხოთ და დავალბოთ თბილ წყალში 10-15 წუთი.განიერძირიანი ძაბრი წამოვაცვათ ნაწლავებს და შეზავებული დაკეპილი ხორცით გავტენოთ (30 სანტიმეტრი სიგრძით). თითოეული კუპატის თავი და ბოლო შევაერთოთ, ძაფებით შევკრათ და დავკიდოთ შესანახად. როცა დაგვჭირდება შევწვათ ტაფაზე და სუფრაზე მივიტანოთ.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 839 | დაამატა: balu | ტეგები: კუპატის გაკეთება, კუპატის ინგრედიენტები, კუპატის მომზადება | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.