Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » კავკასიური გველგესლა
9:41 PM
კავკასიური გველგესლა

 ოჯახი: გველგესლასებრნი
ქვეოჯახი: გველგესლები 
გვარი: ნამდვილი გველგესლები 
სახეობა: კავკასიური გველგესლა
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 70 სმ.
შხამის ხარისხი: საშუალოდ შხამიანი
გავრცელების არეალი: თურქეთი, საქართველო და რუსეთი.
საბინადრო გარემო: ბინადრობენ ტყიან მთებში. ხშირად ჩანან ბაღებში, ჩაის პლანტაციებში, ვენახებში.
გარეგნული აღწერილობა: შეფერილობა არის ძირითადად მუქი, რომელსაც ტანზე გასდევს ზიგზაგისებრი მოყვითალო ზოლები. არიან ნარინჯნისფერებიც და მთლიანად შავებიც, რომლებსაც არ გააჩნიათ ზოლები. თავი ფართო აქვთ და განიერი, რომელიც ზემოდან შავია. მამრები უფრო მოკლე და გამხდრები არიან ვიდრე მდედრები. მამრები მაქს. 47 სმ-ს აღწევენ, მდედრები - 60 სმ.
კვება: იკვებებიან ძირითადად თაგვისმაგვარი მღრღნელებით, ხვლიკებით, ჩიტებით, ახალგაზრდა გველები - მწერებით, კერძოდ - კალიებით და ჭრიჭინებით.
გამრავლება: სქესობრივად მწიფდებიან დაბადებიან 3 წლის შემდეგ. გამრავლებას იწყებენ მარტის ბოლო - აპრილიდან მაისის შუა რიცხვებამდე. არიან ცოცხლადმშობი. შემოდგომაზე მდედრი 5-10 ახლადშობილს ბადებს (აგვისტოს ბოლოს - სექტემბრის დასაწყისში). პატარების საშუალო ზომაა 17 სმ, ხოლო წონა 9.1 გრამი. უნდა ითქვას, რომ ეს სახეობა გადაშენების პირასაა და შეტანილია წითელ წიგნში.
ცხოვრების წესი და ქცევა: კავკასიური გველგესლა არის დღის გველი. ხშირად თბება ხოლმე მზეზე. აქტიურები არიან მარტის ბოლოდან ნოემბრამდე, რის შემდეგაც მიეცემიან ზამთრის ძილს. გამოიზამთრებენ სოროებში. არ არის აგრესიული და კონფრონტაციის დროს ცდილობს თავის გარიდებას. იკბინება როცა ცდილობენ მის შეწუხებას, დაზიანებას ან ფეხს ადგამენ.
შხამი: კავკასიური გველგელსას შხამი შეიცავს ჰემოლიზურ ტოქსინს და იწვევს ძლიერ მოწამვლას. იგი წარმოადგენს საშიშროებას ადამიანისთვის, თუმცა სასიკვდილო არ არის. ნაკბენის შემდეგ ვითარდება ტკივილი მის ადგილას, რასაც მოყვება ოფლდენა და შინაგანი სისხლდენა. დაზარალებულმა უნდა მიმართოს დახმარებას.

კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1507 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: კავკასიური გველგესლა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.