ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1654/თარიღი: 2013-04-13
მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის , როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა... მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა , როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის. მინატრე ყველგან.....სიყვარული დაგაკლდეს როცა , როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი , როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ. მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის , მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა , მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2583/თარიღი: 2013-04-13
ძალიან კარგი ლექსი საქართველოს ულამაზეს კუთხეებზე , იმერეთზე , სამეგრელოზე , გურიაზე , ქარლთ-კახეთზე , მესხეთ-ჯავახეთზე
მიწავ ჩემო
შენი, მიწავ ჩემო, ვინც კი იცის გემო; როგორ დავიჯერო, - თავს არ შემოგევლოს!
იმერეთო ქვემო, იმერეთო ზემო, - სიყვაროლო ჩემო, სიხარულო ჩემო... ძამა გურულებო, ჯიმა სამეგრელო, ძმაო ქართლ - კახეთო, მესხეთ - ჯავახეთო; მარნის ჩვენის ეშხი მტერსაც ჩავახეთქოთ, ოღონდ ჩვენს საქმეში ნაკლებ ჩავახედოთ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1295/თარიღი: 2013-04-13
უდაბნოში რომ აღმოვჩნდე შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ დასაწყისშივე გეტყვი რომ ო რა მაგარი ქალი ხარ შავი ღვინის გაქვს ტუჩები მაშინ როდესაც ვლოთდები.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1220/თარიღი: 2013-04-13
მაცნე მოიდა შატილსა: - ქისტებმა მოგვცეს ზიანი, დაგვიწიოკეს მწყემსები, ავნია, ავი-ზნიანნი.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1180/თარიღი: 2013-04-13
სტუმარ–მასპინძელი არის ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას პოემა, რომელიც 1893 წელს დაწერა. პოემა მოგვითხრობს ხევსურებსა და ქისტებს შორის არსებულ შუღლზე.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1332/თარიღი: 2013-04-13
ნაწარმოები მონასტრის ადგილმდებარეობის აღწერით იხსნება, სადაც ამქვეყნიურ ცოდვებსა და მშფოთვარებას განრიდებული შუახნის ბერი დამკვიდრებულა. განდეგილმა ყველა ბოროტი ზრახვა მოიშორა და სულის ხსნაზე ზრუნვა დაიწყო. ღმერთმა განდეგილს შეწყნარების ნიშანი მოუვლინა: ბერი სარკმლიდან დაშვებულ მზის სხივზე ლოცვების წიგნს აყუდებდა და ყოველდღე ამით ამოწმებდა ღვთის წყალობას.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 858/თარიღი: 2013-04-13
ისევ ვოცნებობ ყოველდღე შენზე და წარმოვიდგენ იმ ლამაზ სცენას, გადახვეულნი, ჩახუტებულნი, ჩვენ სიყვარულით ვაოცებთ ყველას. მაგრამ ოცნება მატყუებს ისევ, რეალობა კი თავისთვის მიჰქრის, არ მეკითხება რა მიკვირს, რა მწყინს და სიყვარული საფლავს რომ მითხრის. მადლობელი ვარ ოცნებისთვისაც მას ვერ წამართმევს ვერავინ ქვეყნად, ჩემი შეცდომა სწორედ ის არის შენ რომ მიყვარხარ ჩემ თავზე მეტად.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 916/თარიღი: 2013-04-13
მახსოვს წამები როგორ გარინდდა და სიყვარული თავდახრილი როგორ წავიდა. მგონი ნაცრისფრად ისევ გაწვიმდება, მგონი მონატრება ისევ გამიღიმებს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 789/თარიღი: 2013-04-13
როცა ზამთარში ცივი ქარი ქრის, ლამპიონებთან ისევ ჩუმად თოვს და ეს სიჩუმე შენზე ფიქრებს ქმნის. ყინვა ფანჯრებზე კვლავ შენს სახელს ქსოვს.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 867/თარიღი: 2013-04-13
სულის ამოსუნთქვა ბოლო წამია, ჰაერში გაიბჟნება,თითქოს ღრუბელია, დიდხანს იტრიალებს ტრიალ ცის ფერდობზე, მერე საფეხურებს აუყვება თითქოს ბავშვია. მისი საფლავი ჯერ კიდევ ბორცვიანი, შემკული ყვავილებით,დამჭკნარი ცის ცრემლია. შორი შორია,ცა ჰაერშია, ცის ზემოთ სამოთხეა,სულის საბძელია. სხეული ოთხ ფიცარში უძრავი შემკულია, მისი საყვარელი მოსილი შავებშია. ახლა ის შორია,თითქოს ცის ფერია, სული განსაცდელში მყოფი,სხეული უდაბნოს ფერია.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 831/თარიღი: 2013-04-13
რაღაც ყოველთვის პირველდ ხდება ცხოვრებაში,პირველად და უკანასკნელად.ყოველ ჯერზე მიყვარს პირველად და უკანასკნელად,განსხვავებულად და განსაკუთრებით.დღეს შენ მიყვარხარ და არ ვიცი ეს რისი ბრალია.შემიყვარდი მოულოდნელად და ძლიერად,ჰაერი შენი სიყვარულით გავჟღინთე და ეხლა შენს სიყვარულს ვსუნთქავ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 855/თარიღი: 2013-04-13
კვლავ გამახსენდი ამ ლამაზ ღამეს ნათლად ვიხილე შენი ხატება, ვცდილობ დაგხატო მაგრამ, რა მომიდის ეგ, სიმაზე არ იხატება.
|
|