ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 803/თარიღი: 2013-04-13
მიყვარხარ,როგორც წმინდანებს უყვართ ღმერთი
ჩემს სულში დაგიდგი ყველაზე დიდი კერპი
გიწამეთ მხოლოდ შენ,სამშობლო,დედა და იესო
ხალხი აღშფოთდა მოკვდავი როგორ ატარებს
ასეთ სიყვარულს ძლიერსო
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 853/თარიღი: 2013-04-13
ცაში აფრენილს მერე დაცემულს, რატომ დამდევენ მუდამ ნისლები რისთვის შემიპყრო მსგავსმა ფიქრებმა მხოლოდ შენ ერთი,ვიცი მიხვდები.
იქნებ დავიწყე სიკვდილზე ფიქრი, იქნებ ახლოა სიკვდილი ჩემთან ალბათ ცხოვრების ბედკრულმა ბინდმა ჩამომიქროლა მე ახლოს დინჯად.
მაგრამ იცოდე არ შევშინდები შენთვის ვიცოცხლებ იცოდე მუდამ ბედნიერი ვარ მე შენ რომ მყავხარ და შენ სიყვარულს ვატარებ მუდამ.
მე უშენობას როგორ უძლებდი მე უშენობამ მანახა სევდა არ არსებობდა ჩემთვის არავინ ისე შემიპყრო სიკვდილზე ფიქრმა.
ცაში აფრენილს მერე დაცემულს რატომ დამდევენ მუდამ ნისლები რისთვის შემიპყრო მსგავსმა ფიქრებმა მხოლოდ შენ ერთი,ვიცი მიხვდები.....
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 984/თარიღი: 2013-04-13
•ყველა ქალი ბოლო ბოლო ქალია, ხან ყინვაა, ხანაც ცეცხლის ალია, აფეთქდება? ტყვიასავით მალია, მინელდება? ჩაგებული ხმალია.
ქალი ღმერთის უცნაური ქნარია, ხან ნისლია, ხან ხილული ქარია, თუ გაუღე მას ბოლომდე კარია წაგიტაცებს როგორც ნიაღვარია.
ქალმა თუკი განდო გულის ნამალი, ვერ გაგკურნავს შენ ვერცერთი წამალი, გადალახო....ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ტრამალი, ტყუილ სძებნო შენ იქ სხვა სამალავი.
ქალი? ქალი ტკბილი და ცხარეა, ზოგჯერ მზეა, ზოგჯერ დილის ცვარია. ერთ დღეს ხედავ მისხლტის ვერცხლის წყალია, მეორე დღეს გელოდება წყნარია.... რადგან ქალი ბოლოს მაინც ქალია
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 937/თარიღი: 2013-04-09
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი, თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად, მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა. წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა, მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა, გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა, რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.
მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი, ფრანგნი თუ… ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ.
ზoგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი, ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი, ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები. უფლის განაჩენი არ იყო სადაო.
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი, რიგი და ქართველი? სადან სადაო.
და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი, გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ, უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა, წარუდგნენ და ჰკითხეს: ჩვენ რა ვქნათ უფალო?
მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ, ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც, განცვიფრდა: ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე? მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე…
ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნაბდები … შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ, რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ… დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო, მეუფევ მაღალო!
და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი, ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად. რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი, ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!
…..ალპებად, ანდებად, თუ კავკასიონის მთებად, აიწიენ წარბები შეკრული…
სად დაგაბინაოთ? – არ არის იოლი, ასეთი ლამაზნი. მამაცნი ერთგულნი… სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც , მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი, იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის, საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი, მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის, ზეცაში ვიცხოვრებ… ხოლო ეს ედემი - თქვენთვის დამითმია. დე, იყოს ალალი!
და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა, და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი, მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია ქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი…
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1353/თარიღი: 2013-04-09
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემკვიდრეობის უმთავრესი ნაწილი ლირიკული შემოქმედებაა, მაგრამ მან დაგვიტოვა პოეტური ეპოსის შესანიშნავი ნიმუშიც – "ბედი ქართლისა”, რომელშიც მოცემულია მშობლიური ისტორიის ღრმა მხატვრული შემეცნება. ამ პერიოდში ნ. ბარათაშვილი გაბედულ ნაბიჯს დგამს რეალიზმისაკენ.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 852/თარიღი: 2013-04-09
გაივლის წლები, დრონი წალეკენ ძველი გრძნობიდან მორჩენილ სევდას დრო მკურნალია უნდა ვიწამო არ გადუხვიო მომავლის რწმენას
ალბათ მოვა დრო კვლავ შევიყვარებ კვლავ აინთება ხატთან სანთელი დამაიმედებს მომავლის რწმენა გულს დამიმშვიდებს ბევრჯერ გათელილს
მეც ბედნიერი ვიქნები ალბათ დანგრეულ კოშკებს ავაგებ ისევ ვხედავ მომავალს , სახლის ეზოში პატარა გოგოს ბიჭუნა მისდევს
7 წელია რაც სიყვარულმა მხარში მომტეხა ,დამაავადა გული ტკივილით იყო აღსავსე ჩემი ოცნება როცა გაბაცდა
მაგრამ ნათელი მომავლის იმედს რა შეედრება, ახალ სიყვარულს ვგრძნობ რომ ცხოვრება, ბედი მპირდება ბედნიერებას, ულევ სიხარულს
მჯერა მომავლის რომ დამიამებს რომ დამავიწყებს წარსულს ცხოვრებას ამიშვებს ცამდე, ციდან სამ მეტრზე გზას გაუნათებს ნანატრ ოცნებას
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 866/თარიღი: 2013-04-09
ბრიტანელმა მხატვარმა და მუზეუმის კურატორმა ლორა ჰედლენდმა დედამთილის მოზაიკური პორტრეტი პურის ნაჭრებისგან ააწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული The Daily Telegraph ავრცელებს. აღნიშნული ხელოვნების ნიმუშის შექმნას მხატვარმა 6 საათი მოანდომა. მოზაიკური ნახატის აწყობაში მას 20 ადამიანი ეხმარებოდა. ექსპონატისთვის გამოყენებული იქნა 9 ათას 852 ნაჭერი პური.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 859/თარიღი: 2013-04-09
ტალიის ხელისუფლება რომში მდებარე ისტორიულ კომპლექსში 30-ნომრიან სასტუმროს ააგებს. კომპლექსი დედაქალაქის ცენტრშია განთავსებული, საიდანაც, ლეგენდის თანახმად, ქალაქის მშენებლობა დაიწყო. ადგილობრივი გაზეთის Corriere della Sera-ს მონაცემებით, სასტუმროს ფართობი 3500 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ის ქალაქ- მუზეუმის პროექტის ფარგლებში აშენდება.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1122/თარიღი: 2013-04-09
სულია მთავარი ადამიანში, სულს სიფაქიზე მუდამ სდევს გვერდით, გულკეთილი და სულით ძლიერი, დალოცვილია ოდითგან ღმერთით. გული გრძნობს ყველაფერს, გულს ვერ უბრძანებ, ვერ დაავალებ ვერაფერს ძალით, თუ წინააღმდეგ წახვალ როდესმე, სევდა გეწვევვა თანმხლები დარდით. ბედნიერია ადამიანი, სულში სიწმინდე თუ ა ხ ლ ა ვ ს თ ა ნ ა ც, ვერ მოერევა, ვერ დაამარცხებს, მას უდიდესი, ბოროტი ძალაც
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 928/თარიღი: 2013-04-09
მე ქართველი ვარ სისხლით და ქართველი ვარ გვარად; მე ქართველი ვარ სიტყვით და ვარ ქართველი მარად!
მე მაქვს უფლება სისხლით – რისხვით ვიცავდე მამათ! მე მაქვს უფლება სიბრძნით – სიმწრით ვკიცხავდე ღალატს!
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 852/თარიღი: 2013-04-02
- ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო, არა გცივა?
- არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს
და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც
არასდროს არ დაიზამთროს.
ზამთარია, მაგრამ გული
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.
უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 868/თარიღი: 2013-04-02
საინტერესო უცნაური ვარცხნილობების ფოტოებს გთავაზობთ.
|
|