8:47 PM "ცაში აფრენილს" | |
ცაში აფრენილს მერე დაცემულს, რატომ დამდევენ მუდამ ნისლები რისთვის შემიპყრო მსგავსმა ფიქრებმა მხოლოდ შენ ერთი,ვიცი მიხვდები. იქნებ დავიწყე სიკვდილზე ფიქრი, იქნებ ახლოა სიკვდილი ჩემთან ალბათ ცხოვრების ბედკრულმა ბინდმა ჩამომიქროლა მე ახლოს დინჯად. მაგრამ იცოდე არ შევშინდები შენთვის ვიცოცხლებ იცოდე მუდამ ბედნიერი ვარ მე შენ რომ მყავხარ და შენ სიყვარულს ვატარებ მუდამ. მე უშენობას როგორ უძლებდი მე უშენობამ მანახა სევდა არ არსებობდა ჩემთვის არავინ ისე შემიპყრო სიკვდილზე ფიქრმა. ცაში აფრენილს მერე დაცემულს რატომ დამდევენ მუდამ ნისლები რისთვის შემიპყრო მსგავსმა ფიქრებმა მხოლოდ შენ ერთი,ვიცი მიხვდები..... | |
|