0:01 AM მე ქართველი ვარ | |
მე ქართველი ვარ სისხლით და ქართველი ვარ გვარად; მე ქართველი ვარ სიტყვით და ვარ ქართველი მარად! მე მაქვს უფლება სისხლით – რისხვით ვიცავდე მამათ! მე მაქვს უფლება სიბრძნით – სიმწრით ვკიცხავდე ღალატს! ვალდებული ვარ ფიქრით, ჩემი არსებით, ცხადად: რომ თაყვანს ვცემდე უფალს მამა–პაპათა გვარად. მე ქართველი ვარ სისხლით და საქართველო – გვარად; მე ქართველი ვარ ფიქრით და საქართველო მარად! მე მაქვს უფლება გმინვით, მტერს მახვილს ვცემდე ბარად... მთაში ამოსულს მოყვრად მოყვრულად ვცემდე სალამს. ვალდებული ვარ, ვიცი და მოვალე ვარ, თავად საქართველოსთვის ძგერდეს ეს ჩემი გული მარად! ეს იყო დიდი ფიქრი: შოთას, ილიას, ვაჟას... ეს იყო დიდი ფიქრი: თამარის, ცოტნეს, შალვას... მე ამაყი ვარ ფიქრით და მაქვს სიდიდის განცდა: რომ საქართველოს მნათედ დიდი ილია ჰყავდა. სხვა სიდიადეს არ ვცნობ, არც სხვა სიბრძნეს და ძალას – მხოლოდ ილიას, მხოლოდ! მას სხვა არავინ ჰგავდა. მე ქართველი ვარ სისხლით, მე ქართველი ვარ ტანად... ეს ქართველობის განცდა სულ თან დამყვება ფარად. მე ქართველი ვარ ფიქრით და როგორც ქართველს მტანჯავს: რად ემეტება შობილს მშობელისათვის ტანჯვა?! დღეს თითქმის ყველა ვაჭრობს სახელით – მალვით, ცხადად... ნამუსი არად ფასობს, ილიას მკვლელის კვალად. მე ქართველი ვარ სულით და ქართველობა მტანჯავს: რაოდენ მიყვარს ერი, იმოდენადვე მზარავს... მე ქართველი ვარ ფიქრით, საქართველო მყავს ხატად და სამშობლოსთვის ფიქრით, ვღელავ და ველავ მარად! მე ქართველი ვარ ნიჭით; მე ქართველი ვარ გვარად; საქართველოსთვის ვიბრძვი, მამა–პაპათა გვარად. ავტორი: მაია ბასარია | |
|