6:00 PM ლექსები / მეც ბედნიერი ვიქნები ალბათ | |
გაივლის წლები, დრონი წალეკენ ძველი გრძნობიდან მორჩენილ სევდას დრო მკურნალია უნდა ვიწამო არ გადუხვიო მომავლის რწმენას ალბათ მოვა დრო კვლავ შევიყვარებ კვლავ აინთება ხატთან სანთელი დამაიმედებს მომავლის რწმენა გულს დამიმშვიდებს ბევრჯერ გათელილს მეც ბედნიერი ვიქნები ალბათ დანგრეულ კოშკებს ავაგებ ისევ ვხედავ მომავალს , სახლის ეზოში პატარა გოგოს ბიჭუნა მისდევს 7 წელია რაც სიყვარულმა მხარში მომტეხა ,დამაავადა გული ტკივილით იყო აღსავსე ჩემი ოცნება როცა გაბაცდა მაგრამ ნათელი მომავლის იმედს რა შეედრება, ახალ სიყვარულს ვგრძნობ რომ ცხოვრება, ბედი მპირდება ბედნიერებას, ულევ სიხარულს მჯერა მომავლის რომ დამიამებს რომ დამავიწყებს წარსულს ცხოვრებას ამიშვებს ცამდე, ციდან სამ მეტრზე გზას გაუნათებს ნანატრ ოცნებას | |
|