5:45 PM რომში ქალაქი-მუზეუმი აშენდება | |
აღნიშნული პროექტი რომის ხელისუფლებამ 2011 წლის იანვარში უნდა დაამტკიცოს. მუზეუმის მშენებლობაზე, რომელიც 5-6 წელიწადში დასრულდება, 100-დან 160 მილიონამდე ევრო დაიხარჯება. აღნიშნული თანხიდან 50-60 მილიონს ქალაქი გაიღებს, დანარჩენს კი კერძო ინვესტორები დახარჯავენ.კომპლექსის ნაწილი 2014 წელს აშენდება, როდესაც რომი პირველი იმპერატორის ავგუსტუსის გარდაცვალების 2000-ე წელს აღნიშნავს. ამჟამად ჩერკის ქუჩასთან, რომელიც მუზეუმის ბაზა უნდა გახდეს, პირველი საუკუნის ნასახლარები და ძველი წელთაღრიცხვის მე-3-მე-2 საუკუნის შენობების ნანგრევები მდებარეობს. სწორედ ისინი იქნება მუზეუმის მთავარი ექსპონატები. რომი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქია, რომელსაც ყოველწლიურად საშუალოდ 38 მილიონი ტურისტი სტუმრობს. | |
|