8:46 PM yvela qali qalia / ყველა ქალი ქალია | |
•ყველა ქალი ბოლო ბოლო ქალია, ხან ყინვაა, ხანაც ცეცხლის ალია, აფეთქდება? ტყვიასავით მალია, მინელდება? ჩაგებული ხმალია. ქალი ღმერთის უცნაური ქნარია, ხან ნისლია, ხან ხილული ქარია, თუ გაუღე მას ბოლომდე კარია წაგიტაცებს როგორც ნიაღვარია. ქალმა თუკი განდო გულის ნამალი, ვერ გაგკურნავს შენ ვერცერთი წამალი, გადალახო....ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ტრამალი, ტყუილ სძებნო შენ იქ სხვა სამალავი. ქალი? ქალი ტკბილი და ცხარეა, ზოგჯერ მზეა, ზოგჯერ დილის ცვარია. ერთ დღეს ხედავ მისხლტის ვერცხლის წყალია, მეორე დღეს გელოდება წყნარია.... რადგან ქალი ბოლოს მაინც ქალია | |
|