8:47 PM "მიყვარხარ,როგორც წმინდანებს უყვართ ღმერთი" | |
მიყვარხარ,როგორც წმინდანებს უყვართ ღმერთი ჩემს სულში დაგიდგი ყველაზე დიდი კერპი გიწამეთ მხოლოდ შენ,სამშობლო,დედა და იესო ხალხი აღშფოთდა მოკვდავი როგორ ატარებს ასეთ სიყვარულს ძლიერსო მე შენში მიყვარს ყოველი ნაკვთი და ამოსუნთქვა და ჩახუტება ჩემს მიმართ შენი და ამოხუთვა თუ სხვებს აგიჟებთ შენი სხეული და გარეგნობა მე კი მაგიჟებს შენი თვალების მხურვალე გრძნობა თუ სხვებს უყვარხარ ერთი და ორი თვე მე მოგიძღვენი სიყვარულო ყოველი დღე მთელი სხეულით განვიცდი შენს გულის ცემას და თუ აჩქარდა მთელს ჩემს სხეულში რაღაცა ღელავს თუ კი ყოფილა სხვა სიყვარული ოდესმე მძაფრი წლებს უჯობნიათ და გაუფანტავთ გრძნობების ქაფი ჩემი გრძნობები კი არ მოკვდა,უფრო გამძაფრდა მაშინ დაიწყო, წლები გრძელდება აღარ დამთავრდა ჩემი გრძნობები არ იწერება,მხოლოდ იგრძნობა როცა ვტიროდი ამ გრძნობებისთვის ზეცამ იგლოვა შენი თვალები და სიტყვები ორივე ერთად მე შემიყვარდა და გავიხადე მაშინვე ღმერთად შენი ჩასუნთქვა,ამოსუნთქვა და გულის ცემა სულ მე მეკუთვნის შენი გრძნობების ყოველი ღელვა როცა შენ შეგხვდი მას შემდეგ ყოველდღე გნატრობ და სიყვარულით სასმელზე ძლიერ დღედაღამ მათრობ ჭიქას ავიღებ,დავცლი ბოლომდე და სადღეგრძელოს დავლევ შენსას და ბოლოს მაინც, მე მინდა გითხრათ რომ გავინაღდებ ჩემსას შეხვედრის დღიდან ჩემთვის დაიწყე სუნთქვა და გაგიჟების ვერდიქტით დამიწყე ხუთვა თუ გსურს ეძებე,მაგრამ ვერავინ შეგიცვლის ჩემს თავს მე კი იცოდე არასდროს დავუთმობ სხვას შენს თავს გავა დრო,დიდხანს იფიქრებ და მიხვდები როცა გაგიჟებით მოგენატრები,მეტყვი მჭირდები მე გიპასუხებ: მიყვარხარ ისეთი გრძნობით,რომელიც მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა უფალმა ჩემ გვერდით რომ გნახა მითხრა შენთვის შობილა შემთხვევით არ ხდება არაფერი თუ არ სურს უფალს ჩვენი შეხვედრაც ღმერთს დაუგეგმავს და ერთმანეთისთვის შევქმენიო ასე უთქვამს რა განსაცდელიც არ უნდა შეგხვდეთ ბოლო იქნება თქვენთვის ერთად ყოფნა მე აგირჩიეთ აწ და მარადის უკუნისამდე გლოცავთ და თვით ეშმაკმაც ვერ დაგვაშორა რადგან ღმერთმა ისურვა მთელმა მსოფლიომ ბედნიერება და სიხარული გვისურვა და თუ შენ ჩემთვის ხარ შექმნილი და მე შენთვის უფლის ნაკურთხ სიყვარულს ვერაფერი შეცვლის! | |
|