8:49 PM "სიყვარულს ვფიცავ" | |
კვლავ გამახსენდი ამ ლამაზ ღამეს ნათლად ვიხილე შენი ხატება, ვცდილობ დაგხატო მაგრამ, რა მომიდის ეგ, სიმაზე არ იხატება. ჩვენ სიყვარულის ფსკერზე დავეშვით თუმცა ჭაობი ვიხილეთ თვალით, მე, მიგიტევებ ჩადენილ ცოდვებს შენ ჩემთვისა ხარ დედა და ქალი. ვიცი სიცოცხლე ჩემს წინ იდგები სულით და ხორცით მართლა სპეტაკი, შენ სულში დავხევ გარყვნილ აფიშებს წინ გელოდება სუფთა სპექტაკლი. წამში აგიხდენ ყველა ოცნებას ცამდე აგიგებ უბრალოდ კოშკებს, შენზე რომ ვფიქრობ ჩემო სიცოცხლე მკვდარ გულში სისხლი ისევე მოსჩქებს. ოდეს გიხილავ სულით განწმენდილს ჩემს ხორცთან ერთად შერწყმულს ტანდემად, სიყვარულს ვფიცავ,სიყვარულს ვფიცავ და სიყვარულსვე გწირავ თავდებად, არ მიგატოვებ არც ერთი წამით მეც პატიების აგინთებ სანთლებს, ვიცოცხლებ შენით,მოვკვდები შენით ამის გჯეროდეს და ამის გწამდეს. ავტორი;მ.კარიჭაშვილი | |
|