5:50 PM ხერმან ბუშ სერერას მიმართვა - "ბოლივიის მოსახლეობას" | |
ხერმან ბუშ სერერა (1904-1939 წლები),წარმოადგენდა ბოლივიელ სამხედრო და პოლიტიკურ მოღვაწეს,რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტი გახლდათ 1936 წელს დროებით (3 დღით),ხოლო მეორედ 1937-1939 წლებში.როგორც ცნობილია,იგი იყო ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი "ბოლივიური სოციალისტური მილიტარიზმისა",რომელმაც ოფიციალური ვერსიის თანახმად 1939 წლის 23 აგვისტოს,საპრეზიდენტო სასახლეში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.მანამდე იგი უმკაცრესად გამოდიოდა "კაპიტალიზმის" გავრცელების წინააღმდეგ და მის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართვას ბოლივიელი ხალხისადმი,რომელიც საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულების დასაწყისში წარმოთქვა,აქვე შემოგთავაზებთ: "მე დავიკავე ბოლივიის პრეზიდენტის პოსტი,არა იმისათვის,რომ ვემსახურო კაპიტალისტებს.ეს მათ უნდა ემსახურონ ჩვენს ქვეყანას და არა ქვეყანა მათ.თუ კი ისინი ამას საკუთარი ნებით არ აღასრულებენ,ამ შემთხვევაში მისი ძალით აღსრულება მოუწევთ.მე,ვფიცავარ საკუთარი ერის წინაშე,რომ ხერმან ბუში დაუმტკიცებს - პატინიოს,არამაიოს,ხოხშილდამს და ყველა ექსპლუატატორს ბოლივიელი ხალხისა,რომ არსებობს პრეზიდენტი,რომელიც მათ იძულებულს გახდის პატივი მიაგონ ამ ქვეყანას... და თუ ამის საჭიროება იქნება,საკუთარ სიცოცხლესაც არ დავიშურებ ამისათვის და ვიქნები ბედნიერი,რომ ამით მცირედით მაინც ვემსახურე ჩემს ღარიბ სამშობლოს.იცოდეს ყველამ,რომ მე არ მეშინია სიკვდილის,თქვენ ხომ მე ძალიან კარგად მიცნობთ"... | |
|