8:01 PM ხინკალი | |
მასალა • საქონლის ხორცი 300 გრ. • თავი ხახვი 50 გრ. • კვლიავი 1 გრ. • ფქვილი 300 გრ. • შავი პილპილი 1 გრ. • წითელი წიწაკა 1 გრ. • მარილი მომზადება დავჭრათ საქონლის ხორცი წვრილ ნაჭრებად. დავჭრათ თავი ხახვი. ხორცი ხახვთან ერთად მოვათავსოთ ჯამში. დავუმატოთ მარილი გემოვნებით, შავი პილპილი, წითელი წიწაკა და კვლიავი. მოვურიოთ რომ ხორცმა სუნელები მიიღოს. გამზადებული მასა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფარშს დავუმატოთ ცოტა წყალი. ავიღოთ ფქვილი, დავასხათ მარილიანი წყალი და მოვზილოთ ცომის სქელი მასა. მოზელილი ცომი მოვათავსოთ ცელოფანში და დავასვენოთ საყინულეში 15-20 წუთი. ქვაბში ჩავასხათ 5-7 ლიტრი წყალი, ჩავაყაროთ მარილი და დავდგათ გაზქურაზე ასადუღებლად. მაცივრიდან გამოღებული ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 2 სანტიმეტრი სისქით. დავჭრათ დაახლოებით 40 გრ. მრგვალ ნაჭრებად საჭრელი ჭიქით. მოჭრის შემდეგ დარჩენილი ცომი თხლად გავაბრტყელოთ. მიღებული ცომის თხელ ფირფითებში გავახვიოთ დაახლოებით 40 გრამი ხორცი. ამის შემდეგ შევახვიოთ ცომი, მოვუკრათ თავი და ზედმეტი მასა მოვაცილოთ. გამზადებულ ნაჭრებს ფრთხილად ჩავყრით მდუღარე წყალში და ჩაყრისთანავე ფრთხილად ვურევთ, რათა ცომი არ მიეკრას. ჩაყრიდან დაახლოებით 7 წუთის შემდეგ (როცა ხინკლები წყლის ზედაპირზე ამოვლენ) უკვე მოხარშულია. დაუშვებელია ზედმეტი ხარშვა, რადგან ცომი გაიხსნება და ხინკალი დაიშლება. | |
|