Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ხოსე ხულიან მარტი ი პერესი
9:16 PM
ხოსე ხულიან მარტი ი პერესი
ხოსე ხულიან მარი ი პერესი (1853-1895 წლები),გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი კუბელი რევოლუციონერი და მწერალი,რომელიც იბრძოდა კუბის განთავისუფლებისათვის ესპანელთაგან.იგი დღემდე "მიიჩნევა კუბის ეროვნულ გმირად" და მას ხალხმა ზედსახელად "თავისუფლების მოციქული" უწოდა.ლიტერატურულ წრეებში კი მოიხსენიებენ,როგორც "კუბური მოდერნიზმის მამა".მისი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ფრაზაა:
"სამშობლო ის საკურთხეველია,რომლის წინაშეც ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია მუხლი მოიყაროს".
კუბის ისტორიაში,მას შემდეგ რაც იგი გარდაიცვალა,უამრავი მთავრობა შეიცვალა.იყვნენ,როგორც "პროამერიკული" მთავრობები,ასევე დღემდე არიან "კომუნისტები".უამრავჯერ განხორციელდა ფულად-საკრედიტო რეფორმები,რასაც კუბის ფულადი ერთეულების შეცვლა ახლდა თან,მიუხედავად ამისა,აზრად არავის მოსვლია,რომ მისი პორტრეტი,რომელიც გამოსახული იყო ერთ პესოიან კუბურ ნომინალზე,ამ ქვეყნის ერთ პესოიან ნომინალზე შეეცვალათ და იგი დღემდეა მასზე გამოსახული.ხოსეს სახელის საპატივცემულოდ ეწოდა ერთ-ერთ კრატერს პლანეტა მერკურიზე "ხოსე მარტის კრატერი".1951 წლის 30 ივნისს,მაშინ როდესაც ქვეყანას განაგებდა "დიქტატორი" ფულხენსიო ბატისტა-ი-სალდივარი (1901-1973 წლები),მის საფლავზე სანტა-იფიგენიაში,საზეიმოთ იქნა გახსნილი ხოსე მარტის "მავზოლეუმი",რომლის სიმაღლე 24 მეტრია და დღემდე ყველაზე "ნახვადი" ადგილია მთელ კუბაზე.ხოსე ხულიან მარტი ი პერესის "მავზოლეუმთან",დგას კუბის არმიის "საპატიო ყარაული",რომელიც ყოველ ერთ საათში იცვლება და ამ პროცესიას უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 878 | დაამატა: balu | ტეგები: xose xulian marti, ხოსე ხულიან მარტი ი პერესი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.