Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ხოსრო I ანუშირვანი - "ნარდი"
9:33 PM
ხოსრო I ანუშირვანი - "ნარდი"
ხოსრო I ანუშირვანი (501-579 წლები),რომლის ეპითეტი "ანუშირვანი",ითარგმნება,როგორც: "უკვდავი სული",გახლდათ სასანიდთა დინასტიის შაჰინ-შაჰი 531-579 წლებში და მისი მმართველობა ირანის ისტორიაში "ოქროს ხანადაა" ცნობილი.გარდა იმისა,რომ ხოსრო I ანუშირვანი ისტორიაში დამკვიდრდა,როგორც ერთ-ერთი უდიდესი მმართველი,იგი მსოფლიოში ცნობილი და ყველასათვის საყვარელი,საკმაოდ "აზარტული" სამაგიდო თამაშის - "ნარდის",გამოგონების ისტორიასთანაც არის დაკავშირებული.სწორედ მისი მმართველობისას განხორციელდა ირანში იდეა "ნარდის" სამაგიდო თამაშის დაარსებისა და მის შემქმნელად დღემდე მიჩნეულია ხოსრო I ანუშირვანის ცნობილი ვეზირი,სახელად - ბოზუგრიხმუ.მან აღნიშნული თამაში "შაჰინშაჰ ხოსროს" ბრძანების საფუძველზე გამოიგონა,რადგან ირანის მმართველის სურვილი იყო,რომ ინდოეთში გამოგონებული ინტელექტუალური თამაშის "ჭადრაკის" საპირწონე თამაში შეექმნა და არც შემცდარა,რადგან "ნარდი" ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად იქცა ფართო საზოგადოებისათვის,შემდგომ წლებში იგი მუსულმანთათვის ერთ-ერთ თავშესაქცევ და საყვარელ თამაშად ჩამოყალიბდა,რის შემდეგაც ევროპაშიც ფართოდ მოიკიდა ფეხი.აქვე ისიც აღსანიშნავია,რომ სწორედ ხოსრო I ანუშირვანის დროს და მის მიერ იქნა შედგენილი პირველი ოფიციალური ხელნაწერი,სადაც აღწერილი იყო "ჭადრაკის" სრული ტერმინოლოგია,თამაშის წესები,ფიგურების სახელწოდებები და მათი დანიშნულება.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1095 | დაამატა: balu | ტეგები: ხოსრო I ანუშირვანი - ნარდი, xosro pirveli, anushirvani | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.