6:06 PM "ქორეომანია" - "მოცეკვავე ჭირი" | |
1573 წელს გერმანიაში,კერძოდ მდინარე რეინის სიახლოვეს მდებარე ათეულობით სოფელში,გაჩნდა სასიკვდილო დაავადება,საოცარი სახელწოდებით: "მოცეკვავე ჭირი",რომელსაც შემდგომში მეცნიერულად და მედიცინურად "ქორეომანია" უწოდეს (სინდრომი,რომელიც ხასიათდება უწესრიგო,მკვეთრი,არალეგურირებადი მოძრაობებით,რომელიც ცეკვას მოგაგონებთ).ამ დაავადების გავრცელების შემდგომ,ზემოთ აღნიშნული სოფლების ქუჩებში ასეულობით ადამიანი გამოდიოდა,რომლებიც თავდაუზოგავად ხტოდნენ და ცეკვადნენ,ამასთანავე რამდენიმე დღის განმავლობაში,ვერც იძინებდნენ,ვერც ჭამდნენ და ვერც სვამდნენ.შესაბამისად მათი ორგანიზმი იფიტებოდა,რაც ხშირ შემთხვევაში მათ გარდაცვალებას იწვევდა.აღსანიშნავია,რომ "ქორეომანიის" ეს შემთხვევა ისევე მოულოდნელად გაქრა ამ რეგიონიდან,როგორც დაიწყო. 1518 წელს საფრანგეთში,კერძოდ სტრასბურგში ,ქალბატონი სახელად ფრაუ ტროფეა,ყველასდა გასაოცრად გაიჭრა ქუჩაში და დაიწყო ცეკვა.მიუხედავად უამრავი მცდელობისა იგი ვერავინ შეაჩერა რამდენიმე დღის მანძილზე.ერთი კვირის მანძილზე კი ამ ქალბატონს კიდევ 34 ადამიანი შეემატა,ხოლო სულ მალე კი მათი რაოდენობა 400 "მოცეკვავე ადამიანს" შეადგენდა.მრავალი მათ შორის ან ინსულტით,ან კიდევ გულის შეტევით გარდაიცვალა.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული დაავადება წინა შემთხვევის მსგავსად ისევე მოულოდნელად გაქრა,როგორც მოულოდნელად დაიწყო. ამ მოვლენის შესახებ დღემდე გრძელდება დისკუსიები მეცნიერებს შორის,მაგალითად პროფესორმა უოლერმა ჩამოაყალიბა თეორია,რომლის მიხედვითაც აღნიშნული დაავადება გახლავთ ფსიქოგენური დაავადება,რომელიც გამოიწვია ფსიქოლოგიურმა ტრამვამ,გამოხატულმა შიშითა და დეპრესიით.ამის მიზეზი კი გახლდათ შიმშილი,მოსავლის განადგურება,რაც ადამიანებს ტრანსში აგდებდა.ამ ორი შემთხვევის გარდა კიდევ დაფიქსირდა ერთადერთხელ ასეთი მოვლენა მადაგასკარზე 1840 წელს."ქორეომანიის" აღნიშნული შემთხვევები დღესაც უდიდესს ინტერესს იწვევს მეცნიერებსა და მედიკოსებში,რის გამოც ამ სასიკვდილო დაავადების შესახებ კვლავ მიმდინარეობს კვლევები.აღსანიშნავია,რომ ამ სამი შემთხვევის გარდა მეტად იგი აღარ დაფიქსირებულა. | |
|