Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 24 » ქრისტიანობა საქართველოში
3:16 PM
ქრისტიანობა საქართველოში
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკინიდანვე იწყება და პირველი მოციქულებად თვით იესო ქრისტეს მოწაფეები წმინდა ანდრია პირველწოდებუი, სვიმონ კანანელი და სხვა წმინდანები გვხვდება. სვიმონ კანანელი საქართველოში გარდაიცვალა და აქვეა დაკრძალული ანაკოფიაში. საქართველოში გაქრისტიანება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. წმინდა ნინო წარმოშობიტ რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციიდან, კაბადოკიიდან იყო. წყაროების საშვალებით ვიგებთ, რომ ნინოს მშობლები წარჩინებულთა გვარიდან იყვნენ. 12 წლის იყო ნინო, როცა მისმა მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და ქვრივ-ობლებს დაურიგეს. მამა ბერად აღიკვეცა, თვითონ ნინო კი დედასთან ერთად იერუსალიმში ჩავიდა, იქ შეიტყო, რომ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, მისი სამოსელი (კვართი) წილად ხვდა მცხეთელ მოქალაქეებს, რომლებსაც იგი საქართველოში წაუღია და მცხეთაშია დაფლული.
ნინო საქართველოში შემოვიდა, აქ დაესწრო წარმართი ღვთაებების არმაზისა და გაცი-გაიმის დღესასწაულს. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ მეხი დაატყდება ამ კერპებს და დაამსხვრევს მათ. იგი იწყებს ავადმყოფების განკურნებას და ქრისტეს მცნების ქადაგებას. ნინომ მოარჩინა მძიმე სენით შეპყრობილი დედობალი ნანა და გააქრისტიანა. ქართლის მეფე მირიანი თავიდან ეჭვით უყურებდა ახალ რელიგიას, ვიდრე სასწაულის მოწმე არ გახდა. ეს სასწაული მოხდა მთხოთის მთაზე. ამის შემდეგ ქართლის მეფემ იწამა ნინოს სარწმუნოების ჭეშმარიტება და თვითონაც მოინათლა. ეს მოხდა 326 წელს ანუ IV საუკუნეში.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 839 | დაამატა: balu | ტეგები: ქრისტიანობა საქართველოში | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.