Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 2 » ლექსი ახალ წელზე
7:06 PM
ლექსი ახალ წელზე
- ახალი წლის საღამოა,

ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,

თოვლის საბანს რომ იხურავ,

ნაძვის ხეო, არა გცივა?

- არა მცივა, პატარებო,

მე ღიმილი თქვენი მათბობს

და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც

არასდროს არ დაიზამთროს.

ზამთარია, მაგრამ გული

არ გითბებათ ყველას განა?

ხედავთ? თოვლის ბაბუამაც

საჩუქრები მოგიტანათ.

უღრან ტყიდან მოვიჩქარი,

ისე ძლიერ შემიყვარდით,

მე მოვედი, რომ ახალი

მოგილოცოთ წელიწადი.
კატეგორია: ხელოვნება/პოეზია | ნანახია: 849 | დაამატა: balu | ტეგები: ლექსი ახალ წელზე | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.