8:33 PM ლენინის და სტალინის ეპოქის ეკონომიკა | |
1917 წელს რევოლუციონერმა სახელად ვლადიმირ ილიიჩ ულიანოვი, ან უბრალოდ ლენინი, როგორც მას შეარქვეს, გადააგდო რუსეთის ცარისტულის ხელისუფლება და ჩამოაყალიბა კომუნისტური მმართველობა. ლენინმა, რომელსაც ღრმად სწამდა კარლ მარქსის თეორიები, მდიდრებს ქონება წაართვა, მიწა ნაწილებად დაყო და გლეხებს დაურიგა. მან მთლიანად მოსპო კერძო საკუთრება, ქვეყნის ქარხნები კი მუშების მფლობელობაში გადაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ქარხნები თეორიულად მუშების მფლობელობაში იყო, თავის მხრივ, მუშები ხელისუფლების მფლობელობაში იყვნენ და მათ არ შეეძლოთ ემართათ ქარხნები. გამოხდა ხანი და წარმოება დაეცა, ეკონომიკაც თან მიჰყვა. ხალხს აღარ ჰქონდათ ნაღდი ფულის ნდობა და მის ნაცვლად მთელი ქვეყნის მასშტაბით ბარტერული გარიგებები წამოიწყეს. მთავრობა ფერმებში შეიარაღებულ ძალებს აგზავნიდა, რათა მათ საჭმლის კონფისკაცია მოეხდინათ დამშიებული ქალაქის მაცხოვრებლებისა და ინდუსტრიული მუშების დასანაყრებლად. გაბრაზებულმა ფერმერებმა, რომელთაც ფაქტიურად სხვებისთვის ტყუილად შრომა უწევდათ, მოსავალი შეამცირეს ისე, რომ ნამატი საერთოდ არ ყოფილიყო. პრობლემის აღმოსაფხვრელად ხელისუფლებამ გადაწყვიტა მუშები იმ ადგილებზე სამუშაოდ განემწესებინა, რომელიც მთავრობას მოესურვებოდა და საჭიროდ ჩათვლიდა. მათ, ვინც არ ემორჩილებოდა, ციხეში აგზავნიდნენ. სამეურნეო და ინდუსტრიული წარმოება მკვეთრად დაეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შიდა არეულობა გავრცელდა. 1921 წლისთვის, როდესაც ლენინმა გააცნობიერა, რომ სიტუაცია კატასტროფული იყო, მან გადაწყვიტა შემოეღო რამოდენიმე კაპიტალისტური მეთოდი. მან გამოიყენა ფორმა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც New Economic Policy (NEP). ამ პოლიტიკის მიხედვით, გლეხებს საშუალება მიეცათ იჯარით მიეღოთ და გაეცათ მიწები, დაექირავებინათ შრომითი რესურსები. ჩამოყალიბდა პატარა, კერძო საკუთრებაში მყოფი ბიზნესები. მიჩნეულია, რომ NEP-ი გამოყენებულ იქნა მოკლევადიანი მიზნებისა და გათვლებისათვის. იგი ლენინს სჭირდებოდა იმისათვის, რათა პროდუქტიულობა იმ ნიშნულამდე მიეყვანა, როდესაც ხელისუფლებას კოლექტივიზაციის საშუალება ექნებოდა – დაეწესებინა საერთო მესაკუთრეობა მეურნეობაზე, ინდუსტრიულ და სავაჭრო საწარმოეზე. როდესაც ეს მოხდებოდა, კაპიტალიზმის ასპექტები კვლავაც მოშორდებოდა ეკონომიკას და გადავიდოდა ცენტრალურ დაგეგმარებაში. 1927 წელს, NEP-ის დასასრულის ჟამამდე უკვე ბევრი ცვლილებები იყო მომხდარი. 1922 წლიდან ბოლშევიკებმა საბჭოთა გაერთიანებაში შეიყვანეს რუსეთი, ტრანსკავკასიური რეგიონი, უკრაინისა და ბელორუსიის რესპუბიკები. მსოფლიოში ყველაზე დიდი გაერთიანებას კომუნისტები პატრონობდნენ. ლენინი გარდაიცვალა და ახალ ლიდერი, იოსებ სტალინი, ცდილობდა საბჭოთა კავშირი სამეურნეო ერიდან ინდუსტრიულ ერად გარდაექმნა. სტალინის გალიდერებას კიდევ უფრო ძლიერი ცენტრალური დაგეგმარება და სახელისუფლებო მესაკუთრეობა მოჰყვა. 1928 წელს მთავრობამ წარადგინა პირველი „ხუთ წლიანი გეგმა" – ეკონომიკური დაგეგმარების დაწვრილებითი პროგრამა. ეს პროგრამა გულისხმობდა ეკონომიკა მის ლიმიტამდე მიეთრია, რათა დაწყებულიყო დიდი აღორძინება. ხელისუფლების მიზანი იყო სწრაფი ინდუსტიალიზაცია და ფერმერობის კოლექტივიზაცია. ამის უფრო ეფექტურად გასაკეთებლად, ეკონომიკის თითოეულ სექტორს დაუწესეს ქვოტები. მიუხედავადა იმისა, რომ დემოკრატიისგან ძალზედ შორს იყო, ეს გეგმა მართლაც ეფექტური გამოდგა – 1933 წლისთვის ინდუსტიამ მისი წარმოება 250 პროცენტით გაზარდა, მეურნეობამ კი 150%-ით. მართალია ხელისუფლებას წარმატება ჰქონდა ინდუსტრიულ ზრდაში, მაგრამ ამან არ უშველა უბრალო მომხმარებელს. მუშებს ზედმეტად დატვირთულად ამუშავებენ ახალი ქარხნებისა და აღჭურვილობების შექმისთვის, რამაც იმაზე მეტი საქონელის წარმოება გამოიწვია, ვიდრე ეს ხალხს სჭირდებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ინდუსტრია ისე სწრაფად გაიზარდა, რომ ბევრი ქარხანა უსაქმურად დარჩა. ახალ მუშებს საკმარისად კარგად ვერ წვრთნიდნენ და ძალიან ბევრი ქარხნის აღჭურვლობა ნადგურდებოდა გამოუცდელი შრომითი ძალის მიერ. მიუხედავად ამისა, ინდუსტრია უფრო კარგ ყოფაში იყო, ვიდრე მეურნეობა, რომელსაც ასეთივე პრობლემები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ „ხუთ წლიანმა გეგმამ" მთლად ისე ვერ გააკეთა ყველაფერი, როგორც უნდა გაეკეთებინა, ხელისფულება კიდევ უფრო მეტ დაგეგმარებას შეუდგა. მეორე გეგმა ბევრად უფრო წარმატებული იყო პირველთან შედარებით, მესამე გეგმა კი მეორე მსოფლიო ომმა შეწყვიტა. მეოთხე გეგმა მთლიანად მიეძღვნა ომის შედეგად განადგურებული ინდუსტრიების ხელახლა აშენებას. ახალი ინდუსტრიები დიდ წილად კონცენტრირებული იყვნენ თავდაცვით სფეროსა და კოსმოსურ კვლევებზე. ამას მოჰყვა სამომხმარებლო საქონელის წარმოებაც. მოდი, ცოტა ხნით დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ამ ორი ხელისუფალის მმართველობის პერიოდში მილიონობით ხალხი დახვრიტეს, გადაასახლეს, გადააგზავნეს გამოსასწორებელ შრომით ბანაკებში და მხოლოდ ეკონომიკურ ასპექტებს შევეხოთ – ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სტალინის ეპოქაში მომხდარი ცვლილელები წინამორბედისაზე გაცილებით ეფექტური იყო. მეტიც, ეს, ალბათ, მაქსიმუმი იყო იმისა (ვგულისხმობ ეკონომიკას), რაც შეიძლება გაკეთდეს მსგავს არასწორ და არაეფექტურ მმართველობით სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საბჭოთა კავშირი სიდიდით მეორე ეკონომიკის მფლობელი იყო, ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ფორსირებულია და სადაც ერთადერთი დამქირავებელი მთავრობაა, არ არსებობს კონკურენცია, არ არსებობს პროფესიული მიზნები, არ არსებობს მატერიალური დოვლათის დაგროვების საშუალებები, არ არსებობს თავისუფლება – სწორედ ამიტომ ჩამოუვარდებოდა საბჭოთა კავშირი აშშ-ს ეკონომიკას საგრძნობლად მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელზე გაცილებით მეტ | |
|