Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » ლეოპარდისებრი გველი
9:47 PM
ლეოპარდისებრი გველი
ოჯახი: ანკარასებრნი 
ქვეოჯახი: მცურავები 
გვარი: Zamenis
სახეობა: ლეოპარდისებრი გველი
ქვესახეობები: უცნობია
მაქს. ზომა: 125 სმ.
შხამის ხარისხი: უშხამო
სიცოცხლის მაქს. ხანგრძლივობა: 23 წელი (ტყვეობაში)
გავრცელების არეალი: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, საბერძნეთი, იტალია, მაკედონია, მალტა, სერბეთი და ჩერნოგორია, თურქეთი, უკრაინა და სავარაუდოდ კვიპროსი.
საბინადრო გარემო: გვხდება პლანტაციებში, სოფლის ბაღებში, ბუჩქნარებში, რთველებში, ქვიან ბორცვებზე, ჭაობებთან და ნაკადულებთან ახლოს.
გარეგნული აღწერილობა: ლეოპარდისებრი გველის სხეულის ფონი არის ნაცრისფერი ან კრემისფერი. რაც შეეხება მოხატულობას, იგი გვხდება ორნაირი ტიპის ბუნებაში. პირველი ვარიანტი მოიცავს ყავისფერ ლაქებს სხეულზე, რომლებსაც გააჩნიათ შავი საზღვრები, ხოლო მეორე ვარიანტში, გველის სხეულის ზედა ნაწილზე გასდევს ზოლები, გვერდებში კი პატარა ზომის ლაქები ამშვენებს. ორივეს შემთხვევაში, თავზე აღენიშნება შავი ფერის ნახატი. თვალის ქვემოთ გააჩნია შავი ლაქა. თვალის გუგები მრგვალია.
კვება: იკვებება მცირე ზომის ძუძუმწოვრებით და ფრინველებით.
გამრავლება: შეწყვილების პერიოდი ეწყებათ აპრილის ბოლოს და გრძელდება ივნისის დასაწყისამდე. ლეოპარდისებრი გველი არის კვერცხმდები და მდედრი დებს 2 - 7 კვერცხს ივნისის დასასრულიდან - ივლისის დასაწყისამდე.
ცხოვრების წესი და ქცევა: ეწევიან ფარული ცხოვრების სტილს. ბუნებაში ისინი არიან არაპროგნოზირებადი და ხელში აყვანისას შეუძლია გაფრთხილების გარეშე გიკბინოთ, მაგრამ ტყვეობაში რეგულაური ხელში ჭერით ამას აღარ აკეთებენ.
შხამი: შხამი არ გააჩნია.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1060 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: ლეოპარდისებრი გველი, leopardisebri gveli | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.