Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 13 » Leqsebi Monatrebaze / ლექსები მონატრებაზე
9:09 PM
Leqsebi Monatrebaze / ლექსები მონატრებაზე
ძილი უკვე მომერია ძლიერ,
გულსაც ისევ დაავიწყდა ფეთქვა,
არ მინდოდა დამეძინა ისე,
მენატრები შენთვის რომ არ მეთქვა!

****************

მენატრები!!! ჰკივის ჩემში, ისევ შენი მონატრება
მენატრები!!! და სიშორეს მწარე სევდაც ემატება,
მენატრები!!! რა ვქნა თუკი უშენობა ცრემლებს ბადებს
მენატრები!!! მინდა გითხრა ვეღარ უძლებს გული ამდენს…
მენატრები!!! სულ გახსოვდეს უსაზღვროა ჩემი სევდა
მენატრები!!!მაგრამ ტირილს მხოლოდ ჩემთვის ჩუმად ვბედავ
მენატრები!!!რა ვქნა თუკი უშენობას ვეღარ ვუძლებ,
მენატრები!!! სევდიანი კვლავ გავყურებ ნაცნობ ქუჩებს…
შენს ლოდინში ცრემლიანი კვლავ ავივლი ნაცნობ აღმართს
შენზე ფიქრში უშენობის კიდევ ბევრი ღამე გავა,
შენზე ფიქრში სწრაფად გადის მარტოობის მწარე წლები
მაგრამ რა ვქნა მე თუ მაინც ძლიერ,ძლიერ მენატრები..

*************************

ვერ ვიძინებ იმიტომ,
რომ შენზე ვფიქრობ.
შენზე ვფიქრობ იმიტომ,
რომ მენატრები.
მენატრები იმიტომ,
რომ კარგი ხარ და…
კარგი ხარ და
უსაშველოდ მედარდები.
მედარდები იმიტომ,
რომ ძლივს გიპოვე.
გიპოვე და,
დასაკარგად მენანები.
მოდი ჩემთან,
შემოაღე გულის კარი…
მონატრებავ,
უსაშველოდ მენატრები.

********************

მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სიგიჟე ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,
აი ეს არის მწარე სიმართლე...

********************

შენ არ იცი თუ რა ხდება ჩემს გულში,
აღარ არის ის, რაც იყო წარსულში,
მომეძალა შენზე ფიქრი ტანჯული,
ოჰ, რა ძნელი ყოფილა სიყვარული...

გული მტკივა, როცა შენს თავს ვისხენებ,
ჩემს ფიქრებში ოცნების კოშკს ვიშენებ...
რა ძნელია თურმე ასე ცხოვრება,
როცა ძველი ტკბილად მოგაგონდება...

********************

მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.

აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.

********************

მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის ,
როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა...
მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა ,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან.....სიყვარული დაგაკლდეს როცა ,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ.
მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის ,
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა ,
მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო.
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა
გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს,
ისე დამღალა ოცნების დევნამ
ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო...
დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა
დროვე წაიღებს,,,იყოს...
ჩემსავე გულში დავიმარხები
ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ

********************

მენატრები, უსასრულოდ მენატრები,
ტიალ ფიქრებს ვერაფერი მოერევა,
დაღამდება, ძველებურად მემალები,
თეთრი მთვარე მტირალ ტირიფს მოეხვევა.

შენზე ფიქრებს ბობოქარ ზღვას მოვუყვები,
მე კვლავ ისევ უშენობა მელოდება,
შავ მორევში შავი ფიქრით ჩავეშვები,
აღელდება ზღვა, საოცრად აღელდება.

გიხმობ, სად ხარი უკვე ძალზე გვიანია,
მე კი ისევ გელოდები, დავიღალე,
შენ მითხარი, დრო ყველაფრის მკურნალია,
რა ვქნა, თუ მეც ამ დიდ დროში დაგეკარგე.

ალბათ, მოხვალ, სიყვარულზე მომიყვები
და ჩემ გარდა რომ არავინ გყვარებია,
ოცნებებში შენი სახე დახატულა,
მონატრების სევდა ჩემზე ძლიერია

********************

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

********************

გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
გულის კარებთან დაუკვნესია,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი ჩაუთესია,
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უკეთესია.

********************

დეკემბრის თვეა ცივი გამეა,
გარეთ უბერაცს ხიცი ქარია,
ნელ-ნელა მთებზეც ჩამოწვა ნისლი,
ვიცი ამ ღამეს გავათევ ფიქრში.
შენზე ფიქრებში დადნება გული
შენს ლანდს გაყვება უკვდავი სული.
ვოცნებობ შენზე შენ კიარ ჩანხარ,
მოურიდებლად მე ავწევ განგაშს.

სიზმრებში მაინც ნუ მეკარგები
სიზმრებში მაინც მომხვიე ხელი.
მაგრამ მაინც ზიზგია ნაცვლად,
და საუკუნოდ მიკვდება გული.
კატეგორია: ხელოვნება/პოეზია | ნანახია: 1615 | დაამატა: balu | ტეგები: Leqsebi Monatrebaze / ლექსები მონატ | რეიტინგი: 2.0/2
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.