7:43 PM ლიჩაკოვის სასაფლაო | |
"ლიჩაკოვის სასაფლაო" - ინგლისურ ენაზე "Lyccakiv Cemetery",წარმოადგენს ერთ-ერთ გასაოცარ,საიდუმლობებით მოცულ და ულამაზესი ქანდაკებებით მოსილ უძველეს სასაფლაოს.იგი მდებარეობს უკრაინის ქალაქ ლვოვში და დღესდღეობით ისტორიულ-მემორიალ-ნაკრძალი გახლავთ.სახელწოდება კი თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით ეწოდა,რადგან განთავსებულია ლვოვში მდებარე ლიჩაკოვის ისტორიულ ადგილზე.გარდა ამისა "ლიჩაკოვის სასაფლაო" ერთ-ერთ ყველაზე ძველ სასაფლაოდაა მიჩნეული უკრაინაში.თავად ლვოვი წარმოადგენს ქალაქს,რომელიც "იუნესკოს" "ცოცხალ ძეგლადაა" მიჩნეული და ნებისმიერი ადამიანისათვის დიდი პატივია ქი სტუმრობა.ამ ულამაზეს ქალაქ გააჩნია ისეთივე საოცარი არქიტექტურით შემოსილი "ლიჩაკოვის სასაფლაო",რომლის ნახვა თითოეულ ადამიანში დიდ ემოციას აღძრავს და თამამად შეიძლება მნახველმა "ღია ცის ქვეშ მუზეუმად" მიიჩნიოს.აღნიშნული სასაფლაო დაარსებულ იქნა XVI საუკუნეში,თუმცა მითითებულია,რომ XIII საუკუნეში ამ ადგილებში "შავი ჭირის" ეპიდემიით გარდაცვლილ ადამიანებს კრძალავდნენ.1783-1784 წლებში,ავსტრიის იმპერატორის იოზეფ II-ეს მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე,აღნიშნულ ტერიტორიაზე ქალაქ ლვოვის ცენტრიდან გადატანილ იქნა სასაფლაო,რა დროაც ამავე ტერიტორიაზე ოთხი ახალი სასაფლაო გაიხსნა,თუმცა მათგან დღემდე მხოლოდ "ლიჩაკოვის სასაფლაომ" მოაღწია.ყველაზე ძველი საფლავი,მასზე გამოსახული თარიღების მიხედვით 1786 წლით თარიღდება.ლიჩაკოვის ნეკროპოლი 3000 უნიკალური და სხვადასხვა სტილი არქიტექტურით შექმნილი ძეგლისაგან და საფლავის ქვისაგან შედგება და სულ 42 ჰექტარზეა განფენილი."ლიჩაკოვის სასაფლაოზე" ქანდაკებების ავტორები არიან ისეთი დიდი მოქანდაკეები,როგორებიც იყვნენ - გარტმან ვიტვერი,ანტონ და იოჰან შიმზეროვები,აბელია მარი პერე,თადეუშ ბარონშა,პაულია ეუტელე,პარისა ფილიპი და სხვები."ლიჩაკოვის სასაფლაოზე" იკრძალებოდა ქალაქის მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები.შესაბამისად "შეძლებული ჭირისუფალი" ცდილობდა,რომ მისი გარდაცვლილი ახლობელი ადამიანისათვის ყველაზე გამორჩეული საფლავი გაეკეთებინა.ამის გამო კი ისინი ცნობილ სკულპტორებსა და მოქანდაკეებს უკვეთავდნენ საფლავების ესკიზებს.სწორედ ასე ჩამოყალიბდა "ლიჩაკოვის სასაფლაო"-ს გასაოცარი არქიტექტურული ნამუშევრები,რომლებიც შემდგომ საუკუნეების ერთგვარ ხელოვნების ნიმუშებადაც კი იქცნენ.სასაფლაოს ტერიტორიაზე მრავლადაა უნიკალური არქიტექტურით შექმნილი აკლდამები და იქ დაკრძალული არიან დიდი ისტორიის მქონე ცნობილი ადამიანები.მათ შორის - ივან ფრანკო,კარლ შაინოხა,იაკობ ჩაიკა,იულიან ორდონი და ხსვა გამოჩენილი ადამიანები.სასაფლაოს ტერიტორიაზე დაკრძალული არიან სხვადასხვა ეროვნების ადამიანები - უკრაინელები,პოლონელები,ავსტრიელები და სხვა.გარდა ამისა იქ მდებარე საფლავის ქვებზე ეპიტაფიები გაკეთებულია - უკრაინულ,გერმანულ,სერბულ,იტალიურ,პოლონურ,ივრითზე,სომხურ,რუსულ და სხვა ენებზე. 1856 წელს კარლ ბაუერმა და ტიტ ტრუჟევსკიმ,შეიმუშავეს უნიკალური პროექტი და მანამდე უპატრონოდ მიგდებულ "ლიჩაკოვის სასაფლაოზე" გაიყვანეს ბილიკები,მოაწესრიგეს გარემო პირობები და სწორედ ამის შემდგომ მიეცა მას მუზეუმის სახე.დღესდღეობით "ლიჩაკოვის სასაფლაო" ერთ-ერთ ყველაზე საოცარი ნაგებობებითა და არქიტექტურით შემკულ სასაფლაოს წარმოადგენს,არა მარტო უკრაინაში,არამედ მთელ მსოფლიოშიც კი. | |
|