Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ლინჩის სასამართლო
6:46 PM
ლინჩის სასამართლო
"ლინჩის სასამართლო" - გახლავთ "ბრბოს" მიერ ჩადენილი მკვლელობა,ეჭვმიტანილი ადამიანისა,რომელსაც ბრალი ედება სხვადასხვა დანაშაულში ან საზოგადოებრივი წეს-ჩვეულებების დარღვევაში,ყოველგვარი სასამართლოსა და კვლევა-ძიების გარეშე.ერთი ვერსიით,აღნიშნული სახელწოდება მას მიენიჭა,ამერიკელი მოსამართლის - ჩარლზ ლინჩისა,რომელიც აღნიშნულ მეთოდს მიმართავდა ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში,დაკავებული სხვადასხვა ბრალდებული ადამიანების მიმართ.მეორე ვერსიით,აღნიშნული სახელწოდება,მას მიენიჭა ამერიკელი კაპიტნის - უილიამ ლინჩისა (1742-1820 წლები),რომელმაც პენსილვანიის შტატში 1780 წელს შემოიღო "ლინჩის სასამრთლო",იმ განსხვავებით,რომ ამ დროს ადამიანებს,მხოლოდ სხეულს უსახიჩრებდნენ და არ ჰკლავდნენ,ძირითადად შავკანიან მოსახლეობას (მონებს).ჩარლზ ლინჩის მოქმედებები,განსხვავებით უილიამ ლინჩისაგან,არ ითვალისწინებდა ადამიანთა რასობრივ დისკრიმინაციას და მისთვის სულ ერთი გახლდათ,ეჭვმიტანილი "თეთრკანიანი" იყო თუ "შავკანიანი",ამასთანავე აღსანიშნავია,რომ მას თავად,პირადად უნდა განეხილა მსჯავრდებულის საქმე ისე,რომ სასამართლო პროცესში მას გარდა,არც პროკურორს უნდა მიერო მონაწილეობა და არც ადვოკატს.ფაქტიურად თავად იყო მბრალდებელიც და მოსამართლეც.ამ მეთოდს იგი ამართლებდა იმით,რომ საზოგადოებრივი წესრიგის საქმეში "ლინჩის სასამრთლო",გამოიღებდა შედეგს დანაშაულის შემცირებისა,მითუმეტეს
იმ პერიოდში,როდესაც ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მდგომარეობა იყო.ამასთანავე მას აღნიშნული სასამართლოს დაფუძბნებაში საომარი მოვლენებიც უმაგრებდა პოზიციებს,სადაც სამხედრო დამნაშავეებისათვის "სამხედრო ტრიბუნალი" მოქმედებდა,ხოლო სამხედრო სასამართლოსაგან განსხვავებით იგი სამოქალაქო სასამარლო გახლდათ.ადამიანთა გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯა უძველესი ეპოქებიდან იღებს სათავეს და ამ მეთოდს უამრავ ქვეყანაში ჰქონია ადგილი,თუმცა ტერმინი "ლინჩის სასამრთლო",როგორც საზოგადოებრივი გამოვლინება როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,პირველად ამერიკაში დაფიქსირდა.აღსანიშნავია,რომ იმ პერიოდში ლინჩის წესით გასამართლებულთა 85% ამერიკის ჩრდილოეთის შტატებზე მოდიოდა.ცნობილია,რომ ლინჩის სასამართლო,როგორც მასიური მოვლენა სათავეს 1860-იანი წლების ბოლოს იღებს და ერთგვარი "რასისტული დისკრიმინაციის" სახესაც იღებს.იყო შემთხვევები,რომ არა მარტო შავკანინაი მონები ისჯებოდნენ აღნიშნული მეთოდით,არამედ თავად ყოფილი მონებიც კი იყენებდნენ მას,მათი ყოფილი თეთრკანიანი ბატონების დასასჯელად."ლინჩის სასამართლომ" ყველაზე სისტემატიური სახე,შავკანიანი მოსახლეობის წინააღმდეგ,მიიღო "კუ-კლუს კლანის" ულტრამემარჯვენე წევრების მხრიდან,რომლებმაც ფართოდაც გაავრცელეს იგი საზოგადოებაში და ერთგვარი "სიმპათიაც" დაიმსახურეს თეთრკანიანთა გარკვეული ნაწილისაგან.ფაქტიურად "ლინჩის სასამართლომ" ასეულობით და ათასობით გაუსამართლებელი და მათ შორის მრავალი უდანაშაულო ადამიანიც შეიწირა.მიუხედავად მის წინააღმდეგ მრავალი ცნობილი ადამიანის გამოსვლისა,"ლინჩის სასამართლოს" პირველი დიდი დარტყმა 1936 წელს მიაყენა,ლეგენდარულმა ამერიკელმა პრეზიდენტმა - ფრანკლინ დელანო რუზველტმა.ხოლო განსაკუთრებული წვლილი კი ამ საშინელი სამსჯავროს გაუქმებაში შეიტანა ამერიკის,რიგით 33-ე პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა.თანამედროვე სამყაროში "ლინჩის სასამართლო" ოფიციალურად არ არსებობს,თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში "არაკანონიერად" თუ "კანონიერად" ასეთი სასამართლოები კვლავ ეწყობა,რომელთაც უამრავი გაუსამართლებელი ადამიანის სიცოცხლე ისევ და ისევ ეწირება
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 906 | დაამატა: balu | ტეგები: ლინჩის სასამართლო, linchis wesit gasamartleba, linchis wesi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.