8:15 PM ლობიოს ტოლმა | |
მასალად საჭიროა: ლობიო – 600 გრ. ზეთი – 1/2 ჩაის ჭიქა. ხახვი – 100 გრ. დაფნის ფოთოლი – 3 ც. ბრინჯი – 2 სუფრის კოვზი. შავი პილპილი – 1 ჩაის კოვზი. კომბოსტო – 1 თავი. ქინძი – 2 სუფრის კოვზი. მარილი – გემოვნებით. მომზადების წესი: ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივ. წყალი გადავწუროთ, ლობიოს მარცვლები კი ამოვლესოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 კოვზი უმი, კარგად დანაყული ბრინჯი და ავურიოთ. ავიღოთ თითო კოვზი ამგვარად მომზადებული ლობიოს მასა, შევახვიოთ მდუღარეში ამოვლებულ კომბოსტოს ფოთლებში და ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ 1/2 ჭიქა ზეთი, მოვშუშოთ. ზემოდან დავაწყოთ 3 ც დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ დანაყული შავი პილპილი და მოვასხათ ლობიოს ნახარში. ვადუღოთ 15-20 წუთი. მომზადებისთანავე გადავიტანოთ თეფშზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი. შეიძლება ცოტა ძმარიც მოვასხათ. | |
|