Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » ლუი პასტერის გასაოცარი წინაპირობა
8:20 PM
ლუი პასტერის გასაოცარი წინაპირობა
უდიდესი ფრანგი მეცნიერი,რომელსაც არ მიუღია არანაირი სამედიცინო და ბიოლოგიური განათლება - ლუი პასტერი (1822-1895 წლები) და რომლის ნაშრომებმაც საფუძველი ჩაუყარა მიკრობიოლოგიის,როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების განვითარებას და მიენიჭა "ნობელის პრემია",საკმაოდ საინტერესო ისტორიის თანამონაწილე გახლდა.კერძოდ საქმე ეხება იმ პერიოდს,როდესაც ლუი პასტერი "ქათმის ქოლერის" ბაქტერიებს იკვლევდა.მუშაობის პროცესში,მის წინაშე წარსდგა,მისთვის სრულიად უცნობი ახალგაზრდა,რომელმაც თავი ვინმე ვილმოჟის სეკუნდანტად წარუდგინა.მან ლუი პასტერს გადასცა ვილმოჟის შემოთავაზება დუელში მონაწილეობის შესახებ,რადგან როგორც თავად ვილმოჟი მიიჩნევდა,პასტერი მის ღირსებას აუგად შეხებია.აღნიშნული შეურაცყოფის ფაქტი პასტერისათვის სრულიად უცხო იყო,თუმცა როგორც წესი დუელზე უარის თქმა მის ღირსებას არც თუ ისე კარგად წარმოაჩენდა.ამიტომ მან საკმაოდ ჭკვიანური გამოსავალი იპოვა და სეკუნდანტს მიმართა: "რადგან მე მიწვევენ დუელში,სრული უფლება მაქვს თავად ავირჩიო იარაღი.აი შეხედე ამ ორ კოლბას: ერთში "ჭირის ბაქტერიებით" სავსე სითხეა,ხოლო მეორეში სრულიად სუფთა წყალი.თუ კი ის ადამიანი,რომელმაც თქვენ ჩემთან გამოგგზავნათ,დათანხმდება ჩემს მიერ შეთავაზებულ დუელის პირობას,მაშინ მან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი კოლბა დასალევად,ხოლო რომელიც დარჩება ომ ორი კოლბიდან,მას მე დავლევ.გპირდებით,რომ აღნიშნული კოლბებიდან,ჭირის ბაქტერიების შემცველი სითხის დალევის შემთხვევაში,სიკვდილი გარდუვალი იქნება".
ლუი პასტერის მიერ გასაოცარი დუელის წესების შეთავაზებამ,სეკუნდანტი გააოგნა და პასტერისაგან ისე წავიდა სიტყვაც კი არ დაცდენია.რამდენიმე დღეში კი ლუი პასტერს - ვილმოჟმა გასამართ დუელში მონაწილეობაზე უარი შემოუთვალა.ეს გახლდათ ერთადერთი ეპიზოდი ლუი პასტერის ბიოგრაფიიდან,როდესაც იგი დუელში გამოიწვიეს.თუმცა არც ეს დუელი შემდგარა,მისივე გენიალური მიგნების გამო.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 972 | დაამატა: balu | ტეგები: lui pasteris, ლუი პასტერის გასაოცარი წინაპირობა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.