Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » ლუის არაგონი - "ეპიზოდი"
10:56 PM
ლუის არაგონი - "ეპიზოდი"
ლუის არაგონი (1897-1982 წლები) წარმოადგენდა გამოჩენილ ფრანგ პოეტს,ნოველისტსა და ავტორს ისეთი ცნობილი ნაწარმოებებისა,როგორებიცაა პროზაული სერიები რომანებისა - "რეალური სამყარო".გარდა ამისა ლუის არაგონი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ლიტერატურული ჯილდოს "გონკურის პრემიის" ლაურეატი.გარდა მწერლობისა ლუის არაგონი პოლიტიკურ საკითხებშიც ღრმად ჩახედული გახლდათ და კომუნისტური პარტიის წევრიც იყო.იგი მეგობრობდა მრავალ მწერალთან,მათ შორის დიდ რუს მწერალ-დისიდენტთან ვიქტორ ნეკრასოვთან.როგორც ცნობილია ნეკრასოვმა მოახერხა საბჭოთა კავშირიდან დასავლეთში გაღწევა,თუმცა ვერ მნოახერხა მისი მეუღლისა და გერის,ცნობილი ლიტერატორის ალექსანდრე კონდირევის გაყვანა.ამიტომ მან თხოვნით მიმართა მეგობარს - ლუის არაგონს,როგორმე დახმარება აღმოეჩინა მისი ოჯახის საბჭოთა კავშირიდან დასავლეთში გაყვანაში.აღსანიშნავია ისიც,რომ ლუის არაგონი იმთავითვე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საბჭოთა კავშირის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში,ამიტომ მას შეეძლო მეგობრისათვის დახმარების გაწევა. და მაშინ როდესაც საფრანგეთში მდებარე საბჭოთა კავშირის საელჩოში,მისთვის ელჩს - სტეფან ჩერვორენკოს უნდა გადაეცა ჯილდო - "ხალხთა მეგობრობის ორდენი",ლუის არაგონმა საელჩოში მისვლისას დამსწრე საზოგადოების,მათ შორის მრავალი უცხოელი დიპლომატის გასაგონად საჯაროდ განაცხადა,რომ იგი აღნიშნულ ჯილდოს არ მიიღებდა მანამ,სანამ მეგობრის ვიქტორ ნეკრასოვის ოჯახს,ნებას არ დართავდნენ დაეტოვებინათ საბჭოთა კავშირის ტერიტორია.იმისათვის,რომ სკანდალისათვის თავი აერიდებინათ,მალევე ნება დართეს ნეკრასოვის ოჯახს დაეტოვებინა საბჭოთა კავშირის საზღვრები და დასავლეთში გადასულიყვნენ.მეგობრისადმი მადლიერებას კი შემდგომ წლებში ნეკრასოვი არასოდეს მალავდა და მათი მეგობრობა,მრავალი ადამიანისათვის სამაგალითოდაც კი იქცა.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 935 | დაამატა: balu | ტეგები: ლუის არაგონი - ეპიზოდი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.