Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ლუკაიანები
6:32 PM
ლუკაიანები
"ლუკაიანები" - ინგლისურ ენაზე "Lucayan people",წარმოადგენდა სამხრეთ ამერიკის მაცხოვრებელი ინდიელი ხალხის ჯგუფის ავარაკების იმ ხალხს,რომლებიც ცხოვრობდნენ და სახლობდნენ,ატლანტის ოკეანეში მდებარე ბაჰამის კუნძულებზე,ქრისტეფორე კოლუმბის გადასვლის პერიოდში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ "ლუკაიანები" იყვნენ ის პირველი მკვიდრი,ამერიკელი ინდიელი ხალხი,რომლებიც ესპანელებმა ნახეს 1492 წლის 12 ოქტომბერს.მათი ისტორიიდან ცნობილია,რომ "ლუკაიანები" განსაკუთრებულად მშვიდობისმოყვარეობით გამოირჩეოდნენ და ნადირობით,მიწათმოქმედებითა და თევზაობით ირჩენდნენ თავს.ქრისტეფორე კოლუმბის გამოჩენამდე,მათი რაოდენობა,სპეციალისტებისა და ისტორიკოსების ვარაუდით 40 000 ადამიანს შეადგენდა.თუმცა მათზე განხორციელებული საშინელი ძალადობის,მონად გაყიდვის,ავადმყოფობებისა და სხვა რიგი ანალოგიური გარემო-პირობებიდან გამომდინარე,უკვე სულ რაღაც ერთ საუკუნეში ქრისტეფორე კოლუმბის გამოჩენიდან,"ლუკაიანები" პრაქტიკულად,საბოლოოდ იქნენ განადგურებული 1517 წლისათვის,რის გამოც,დღესდრეობით მათი არცერთი წარმომადგენელი აღარ შემორჩენილა.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 910 | დაამატა: balu | ტეგები: lukaianebi, ლუკაიანები | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.