6:56 PM მაიკლ ჯექსონის სხეულში ანტინარკოტიკული იმპლანტანტი აღმოაჩინეს | |
ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული მომღერალი მაიკლ ჯექსონი საიდუმლო ანტინარკოტიკულ იმპლანტანტს იყენებდა, რაც შესაძლოა, მისი სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო. იმის შესახებ, რომ პოპის მეფის ორგანიზმში სპეციალური მოწყობილობა იყო ჩადგმული, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი. იმპლანტანტი გვამის გაკვეთის შემდეგ აღმოაჩინეს. თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი – ხელმისაწვდომი გახდა სასამართლოს დოკუმენტები, რომლებშიც ჯექსონის ექიმების დასკვნებია მოყვანილი. ეს ფაქტი, შესაძლოა, მომღერლის სიკვდილის არსებით მიზეზად ჩაითვალოს – ორგანიზმში იმპლანტანტის არსებობის არცოდნა ხომ შეუთავსებელი წამლების დანიშვნას გამოიწვევდა და შესაბამისად, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებასაც. როგორც ცნობილი გახდა, მაიკლს იმპლანტანტი ჯერ კიდევ 2003 წელს ჩაუდგეს იმისათვის, რომ მომღერალი ნარკოდამოკიდებულებისგან გაეთავისუფლებინათ. Narcan (სავაჭრო სახელწოდება "ნალოკსონი”) ჰეროინ ან მორფდამოკიდებულების დროს ინიშნება. ის თავის ტვინში სიამოვნების რეცეპტორებს ბლოკირებას უკეთებს, რაც ნარკოტიკების მოხმარებას უაზრობად ხდის. შეგახსენებთ, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი -მომღერლის ოჯახი საკონცერტო კომპანია AEG Live-ის წინააღმდეგ იბრძვის. პოპის მეფის ნათესავები 40 მილიონ დოლარს ითხოვენ იმისათვის, რომ კონცერტის ორგანიზატორები მაიკლ ჯექსონის ჯანმრთელობას უდიერად მოექცნენ და მის მკურნალად ექიმი კონრად მიურეი აიყვანეს. | |
|