10:07 PM მალაიზიური კრაიტი | |
ოჯახი: ასპიტისებრნი გვარი: კრაიტები სახეობა: მალაიზიური კრაიტი ქვესახეობები: არ არსებობს მაქ. ზომა: 1.6 მეტრი შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი გავრცელების არეალი: აზია (კამბოჯა, ინდონეზია, მალაზია, სინგაპური, ტაილანდი, ვიეტნამი). ზღვის დონიდან 1200 მეტრის ზემოთ არ გვხდება. საბინადრო გარემო: გვხდება წყალთან ახლოს. უპირატესობას ანიჭებს ბრინჯის მინდვრებს. უყვარს ვირთხების სოროების დაპყრობა და ხშირად იყენებს მათ როგორც ბუდეს. გარეგნული აღწერილობა: ეს გველი ზომით ყველაზე პატარაა კრაიტების გვარიდან, ჩვეულებრივ 1 მეტრამდე. სხეულზე გააჩნია თეთრი და შავი (ან მოლურჯო შავი) ლენტები. პირველი ლენტი თავზე, ყოველთვის შავია. კვება: მალაიზიური კრაიტის ძირითადი საკვები სხცა გველებია, ასევე თაგვები, ხვლიკები, ბაყაყები... გამრავლება: არის კვერცხმდები. დებს 4 - 10 კვერცხს. ახლადგამოჩეკილები 30 სმ. არიან. იჩეკებიან ივნის - ივლისში. გამრავლების წინ მამრები ებმებიან რიტუალურ ბრძოლაში მდედრის მოპოვების მიზნით. ცხოვრების წესი და ქცევა: არის ღამის გველი. ადამიანების დაკბენების უმეტესობაც ღამით ხდება ან დილით ალიონზე. არ უყვარს მზე და დღისით თავს აფარებს ბნელ ადგილებს. არის თავშეკავებული გველი და ჩვეულებრივ არ იკბინება სანამ არ მოხდება მისი პროვოცირება. თუმცა მასთან ახლოს ფეხის დაბიჯებას ხშირად მოყვება მისი კბენა. საფრთხის მოახლოებისას თავს იცავს საკუთარი კუდით, რომლის ქვეშაც მალავს მას. შხამი: მალაიზიური კრაიტის შხამი ნეიროტოქსიკურია, რაც იმას ნიშნავს რომ იგი აზიანებს ადამიანის ნერვულ სისტემას და თიშავს მას. იგი ძალიან ძლიერია. მაგალითად 16 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე მონოკლური კობრას შხამი, თუმცა ოდნავ ჩამოუვარდება მრავალლენტიან კრაიტის შხამს. მალაიზიური კრაიტის შხამი ასევე უფრო ძლიერია ვიდრე ლენტისებრი კრაიტის . აღსანიშნავია, რომ ციტოტოქსინებს არ შეიცავს. დაკბენისას მსხვერპლი თითქმის ვერ გრძნობს ან სუსტად გრძნობს ტკივილს ნაკბენის ადგილას. ვლინდება შემდეგი სიმპტომები: ქუთუთოების ფტოზი, კუნთების საერთო სისუსტე, სასუნთქი სისტემის მოშლა. სიკვდილს ძირითადად იწვევს ხოლმე ტვინის გათიშვა ან გაგუდვა, რომელიც ხდება იმ კუნთების პარალიზების საფუძველზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის სუნთქვისთვის (დიაფრაგმა). მიუხედავად იმისა, რომ დაკბენის შემთხვევები ცოტაა, იგი უმეტეს შემთხვევაში მსხვერპლის სიკვდილით მთავრდება ხოლმე უმკურნალობის შემთხვევაში, რომელიც დგება დაკბენიდან 12 - 24 საათში. სამკურნალოდ იყენებენ ამავე გველის შრატს. თუმცა მისი უქონლობის შემთხვევაში ასევე საკმაოდ კარგად მუშაობს ვეფხვისებრი გველის შრატიც. | |
|