2:18 PM მარი-ანტუან კარემის ბიოგრაფიიდან | |
მარი-ანტუან კარემი დაიბადა 1784 წლის 8 ივნისს საფრანგეთში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი მზარეული არა მარტო საფრანგეთის მასშტაბით,არამედ მთელი ევროპის მაშტაბითაც კი.იგი ოფიციალურ შეფ-მზარეულად აიყვანეს,ისეთმა ისტორიულმა პიროვნებებმა,როგორებიც იყვნენ: ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი,საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი,რომლის სახელიც მედროვეობისა და უპრინციპობის სინონიმად იქცა - შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი (1754-1838 წლები),დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიენბული სამეფოს,ამასთანავე ჰანოვერის მეფე - ჯორჯ IV (1762-1830 წლები),როტშილდების ერთ-ერთი უდიდესი დინასტიის ბანკირები და საზოგადო მოღვაწეები და რუსეთის მეფე ალექსანდრე I (1777-1825 წლები). მის შესახებ წერდნენ,რომ ისეთი ადამიანი,როგორიც მარი-ანტუან კერემია უფრო ალამაზებენ სამყაროსო.ფაქტიურად კულინარია მან ხელოვნების დონეზე აიყვანა და იგი წარმოდენილი გახლდათ,როგორც "ახალი დროის კულინარიის" ფუძემდებელი.ამასთანავე მას მოიხსენიებდნენ,როგორც: "მზარეული მეფეებისა და მეფე მზარეულებისა". | |
|