9:37 PM "მასობრივი სუიციდი"-ს შემთხვევები.... | |
1. ჩვ.წ.აღ-მდე 102 წელს,თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ექს-ან-პროვანსთან გამართულ ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ,სადაც ტევტონები რომაელი სარდლის გაიუს მარიუსის რომაული ლეგიონების მიერ იქნენ დამარცხებულნი,ტყვედ აყვანილმა ქალებმა ჩაიდინეს "მასიური სუიციდი",რომელიც შემდგომ ფართოდ იქნა გავრცელებული რომაულ-გერმანულ საგმირო ეპოსებში.როგორც ცნობილია,რომაელებმა წამოაყენეს პირობა,რომ მათ 300 ქმარ-შვილიანი ქალი უნდა გადასცემოდათ და წაესხათ ტყვედ.როდესაც ტევტონელმა ქალებმა აღნიშნული ფაქტი შეიტყვეს,მათ რომაელ კონსულს სთხოვეს,რომ სანამ თან წაიყვანდნენ,მიეცათ საშუალება უკანასკნელად მოელოცათ ვენერასა და ცერერას ტაძრები.რომაელებმა მართლაც მისცეს ამის საშუალება ტევტონელ ქალებს.ტყვედ აყვანილმა ქალები საკუთარ შვილებთან ერთად აღნიშნულ ტაძრებში შევიდნენ,სადაც ჯერ თავიანთი შვილები დახოცეს,ხოლო შემდგომ სიცოცხლე 300-ვე ქალმა თვითმკვლელობით დაასრულა.გარდაცვლილტა ცხედრები კი რომაელებმა მხოლოდ მეორე დღეს აღმოაჩინეს. 2. ისრაელის სამხრეთით მდებარე - მასადას უძველესი სასახლისა და თავდაცვითი ზღუდის მაცხოვრებელმა ებრაელებმა მამაკაცებმა,ჩვ.წ.აღ-მდე I საუკუნეში იმისათვის,რომ რომაელ ლეგიონერებს ტყვედ არ აეყვანათ და მონად არ ექციათ ისინი თავიანთ ოჯახებთან ერთად,ჯერ საკუტარი ოჯახის წევრები ამოხოცეს და შემდეგ წილი ყარეს,თუ რომელ მამაკაცს,რომელი უნდა მოეკლა.ამ მეთოდით მათ სრულად ამოხოცეს ერთმანეთი და დარჩენილმა ერთადერთმა საბოლოოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.აღნიშნულ ფაქტს კი ასეულობიტ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ასეთივე მეთოდი განხორციელებულ იქნა კიდევ ერთ ძველებრაულ ქალაქ გამლაში მას შემდეგ,რაც 67 წელს რომაელებმა აიღეს იგი. 3. "ჯაუჰარი"-ს აქტები (მასობრივი თვითდაწვა რაჯუპი ქალებისა),ჩადენილ იქნა მევარას ისტორიულ ოლქში მაცხოვრებელი ქალების მიერ 1303,1535 და 1568 წლებში,მას შემდეგ რაც ქალაქ ზიტორგარჰს (ინდოეთი) თავს დაესხნენ მუსულმანი დამპყრობლები.იმისათვის,რომ ისინი ტყვედ არ ჩავარდნოდნენ დამპყრობლებს და მონებად არ ქცეულიყვნენ,სიცოცხლე თვითმკვლელობებით დაასრულეს.აღნიშნულ საქტებს ასეულობით რაჯპუტრი ქალი შეეწირა. 4. 1336 წელს ლიტვაში მდებარე პილენაის ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყა ტევტონთა არმიიამ.ციხესიმაგრის თავდაცვას ხელმძღვანელობდა ლიტველი თავადი მარგირისი.მისი ხელმძღვანელობით ლიტველებმა უდიდესი წინააღმდეგობა გაუწიეს დამპყრობელს,თუმცა საბოლოოდ მიხვდა მარგირისი,რომ ციხესიმაგრეს მტერი აიღებდა მათ ყველამ ერთად გადაწყვიტეს მტერს ცოცხლაი არ დანებებოდნენ და ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ.ამიტომ ციხისიმაგრის ყველა ბინადარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.მანამდე კი სრულად გადაწვეს სასახლეები და მათში განთავსებული ყველა ის ძვირფასი ნივთი,რომელიც მტერთათვის რაღაც ფასეულობას წარმოადგენდა.ტევტონთა არმიამ შედეგად მხოლოდ განადგურებულ-გადამწვარი ციხესიმაგრე აიღო. 5. 1945 წელს,გერმანიის ქალაქ დემინის 900-მა მაცხოვრებელმა,იმის შიშით,რომ "საბჭოთა არმია" მათ ტყვედ აიყვანდა,სიცოცხლე მასიური სუიციდით დაასრულა. | |
|