Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » მიხეილ ლერმონტოვის ბიოგრაფიიდან...
4:48 PM
მიხეილ ლერმონტოვის ბიოგრაფიიდან...
ერთ-ერთი გამოჩენილი რუსი პოეტი და პროზაიკოსი - მიხეილ ლერმონტოვი (1814-1841 წლები),რომელიც ახალი დაბრუნებული გახლდათ კავკასიიდან,1840 წლის 16 თებერვალს გრაფინია ლავალის სასახლეში გამართული ბალის დროს,შელაპარაკება მოუვიდა საფრანგეთის ელჩის დე ბარანტას ვაჟთან - ერნესტოსთან.აღნიშნული შელაპარაკება მათ შორის უკავშირდებოდა ლერმონტოვის ერთ-ერთ ეპიგრამას,რომელიც დაწერილ იქნა იუნკერთა სკოლაში და ეხებოდა აბსოლუტურად სხვა პიროვნებას,თუმცა რატომღაც ერნესტი ინტრიგნებმა დაარწმუნეს იმაში,რომ ლერმონტოვმა აღნიშნული ეპიგრამა მის შესახებ დაწერა.ყოველივე კი უკავშირდებოდა რაღა თქმა უნდა ერთ ახალგაზრდა ქალს.ბალის დროს ერნესტი მივიდა ლერმონტოვთან და მოსთხოვა აეხსნა მისთვის ყოველივე,რასაც მათ შორის შელაპარაკება და სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა.როგორც იმ პერიოდში იყო მიღებული,მათ შორის დაინიშნა დუელი,რომელიც პირველი დუელი გახლდათ პოეტისათვის.1840 წლის 18 თებერვლის დილას შედგა დუელი ლერმონტოვსა სა ერნესტს შორის,შავი მდინარის სანაპიროებთან,სწორედ იმ ადგილის სიახლოვეს სადაც დუელში მოკლულ იქნა დანტესის მიერ ალექსანდრე პუშკინი.მიუხედავად დუელის მიღებული წესებისა,იგი უსისხლოდ დასრულდა,რადგან არცერთმა მათგანმა არ განახორციელა მიზანმიმართული გასროლადა შერიგდნენ კიდეც.აღნიშნული ფაქტი მალევე შეიტყო სახელმწიფო უწყებებმა და ლერმონტოვი დააკავეს და გადასცეს სამხედრო სასამართლოს.მის მოწინააღმდეგე საფრანგეთის ელჩის ვაჟს ერნესტს კი რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ნესელროდემ ურჩია,რომ ცოტა ხნით დაეტოვებინა ქვეყნის ფარგლები,რატა სასამართლოს წინაშე მასაც არ მოწეოდა წარსდგომა,რაც ერნესტმა შეასრულა კიდეც.მიხაელ ლერმონტოვს კი გამოუტანეს სასჯელად წარგზავნილიყო "საარმიო პოლკში",რომელიც კავკასიაში ყველაზე რთულ მონაკვეთზე იბრძოდა.ამ მოვლენის შემდეგ ლერმონტოვს კვლავ ჰქონდა დუელი რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცერთან ნიკოლოზ მარტინოვთან,რომელიც უკანასკნელი მოვლენა გახლდათ მის ცხოვრებაში,რადგან დუელის დღეს - 1841 წლის 15 ივლისს,ლერმონტოვმა შეგნებულად დააცილა ტყვია მარტინოვს,თუმცა მოწინააღმდეგემ იგი არ დაზოგა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას.აღნიშნული დუელის შედეგად მიხეილ ლერმონტოვი დაიღუპა.აღნიშნული დუელის შესახებ საკმაოდ საინტერესო ისტორია დაწერა ერთ-ერთმა თვითმხილველმა და მარტინოვის სეკუნდანტმა,რომელმაც დაწვრილებით აღწერა ყოველივე,რაც ამ დუელის დროს მოხდა.აღსანიშნავია,რომ მარტინოვი და ლერმონტოვი ერთად სწავლობდნენ გვარდიულ სკოლაში.ლერმონტოვი მას ხშირად აშაყირებდა,თუმცა რაიმე გართულება ამას,არ მოყოლია მანამ,სანამდე მისმა ხუმრობებმა და შაყირობამ ყველა ზღვარი არ გადალახა.ერთ დღესაც,როდესაც ლერმონტოვი მას გაეშაყირა,მარტინოვის თავმოყვარეობაზე ამან ძლიერ იმოქმედა და მას უთხრა,რომ ოდესმე გამონახავდა საშუალებას,მის დასადუმებლად.რაც დუელის დღეს აასრულა კიდეც.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 940 | დაამატა: balu | ტეგები: mixeil lermontovi, მიხეილ ლერმონტოვის ბიოგრაფიიდან... | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.