8:37 PM მისია მარსზე და ყველაფერი მის შესახებ | |
მარსის სამეცნიერო ლაბორატორიამ (MSL), რომელიც 2011 წლის 26 ნოემბერს დაარსდა, 2012 წლის 6 აგვისტოს წარმატებით განახორციელა თავისი ახალი ყველგანმავალის დაშვება პლანეტა მარსზე. Curiosity-ის (ქართულად “ცოდნისმოყვარეობა”), როგორც ამ მარსომავალს შეარქვეს, მიზანია გამოიკვლიოს რამდენად შესაძლებელია მარსზე ცხოვრება, შეისწავლოს მისი კლიმატი და ეგზოგეოლოგია, შეაგროვოს მონაცემები შემდგომი მისიებისთვის, სადაც ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დედამიწამ მეზობელ პლანეტაზე ყველგანმავალი გააგზავნა. პირველი მარსომავალი, რომელმაც მარსზე წარმატებული დაშვება მოახერხა იყო საბჭოთა კავშირის მიერ 1971 წელს გაგზავნილი Mars 3. ამის შემდეგ გაიგზავნა Mars Pathfinder (1997 წლის 4 ივლისი) და Beagle 2 (2003 წელი). Curiosity-მდე კიდევ ორი რობოტული მანქანა Spirit და Opportunity (ტყუპები) მონაწილეობდა სამარსო მისიაში. პირველმა ტყუპისცალმა (Spirit-მა) 2004 წლის 4 იანვარს განახორციელა მარსზე დაშვება, თუმცა 2009 წელს ქვიშაში გაიჭედა. Opportunity, რომელიც 2004 წლის 25 იანვარს დაეშვა წითელ პლანეტაზე, მისი ტყუპისცალისაგან განსხვავებით, დღემდე აქტიურია. საერთო ჯამში წითელ პლანეტაზე გაიგზავნა შვიდი მარსომავალი. აქედან ექვსმა მოახერხა მარსზე დაჯდომა, თუმცა მათი შედეგები ისეთი პროდუქტიული არ იყო, რამდენადაც ამას Curiosity-ისგან ელიან. მარსომავალი წინამორბედებისაგან განსხვავებით, ნასას ახალი მარსომავალი ორჯერ დიდი და ხუთჯერ უფრო მასიურია. იგი ასევე თან ატარებს ათჯერ უფრო მასიურ (82 კგ) მეცნიერულ ინსტუმენტებს. მთლიანი შატლის მასაა 3,893 კგ, ხოლო თავად Curiosity 899 კილოგრამს იწონის. სიგრძეში ყველგანმავალი 2.9 მეტრი, ხოლო სიგანეში 2.7 მეტრია. მას საშუალება აქვს გადალახოს 75 სმ სიმაღლის წინაღობები. მაქსიმალური სიჩქარე 90 მეტი/საათშია. მეცნიერების გათვლით, მარსის კვლევის განმავლობაში Curiosity დაფარავს დაახლოებით 19 კილომეტრს. თუმცა, ეს მანძილი შესაძლოა გაცილებით დიდი აღმოჩნდეს, როგორც ეს Spirit-ის შემთხვევაში მოხდა, რომელმაც დაგეგმილი 600 მეტრის ნაცვლად, შეძლო და 7.73 კილომეტრი დაფარა. დაშვება Curriosity-იმ მაღალტექნოლოგიური ელიფსისა და სხვა სისტემების მეშვეობით უფრო აკურატული დაშვება განახორციელა. დაშვების ოპერაცია მოიცავდა ექვს მობილურ კონფიგურაციას, 76 პიროტექნიკურ მოწყობილობას, ყველა დროის ყველაზე დიდ პარაშუტს და 500,000 ხაზზე მეტ პროგრამულ კოდს. | |
|