Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 4 » მიწისძვრა , მისი შედეგები , თავიდან აცილება , მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები
10:12 PM
მიწისძვრა , მისი შედეგები , თავიდან აცილება , მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები
ფაქტები
1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთში, სპიტაკში, 10 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაინგრა ქალაქი სპიტაკი, 58 სოფელი ნაწილობრივ ქალაქები - ლენინაკანი, სტეპანაკანი, კიროვაკანი და 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. დაიღუპა, დაახლოებით, 25 ათასი კაცი, ხოლო 514 ათასი ადამინაი უსახლკაროდ დარჩა. მიწისძვრამ სომხეთის ტერიტორიის თითქმის 40% მოიცვა. მოსალოდნელი ავარიის რისკის გამო შეჩერდა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მუშაობა.

1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი საჩხერესთან ახლოს მდებარეობდა. მიწისძვრის სიმძლავრე 9 ბალი იყო. სოფელი ხახიეთი(მიწისძვრის ეპიცენტრი) მთლიანად განადგურდა. აქ მძლავრი ქვათაცვენა აღინიშნა, რამაც ზოგან მდინარეები გადაკეტა და ხელოვნური ტბები წარმოშვა. მიწისძვრის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები საჩხერის, ონისა და ამბროლაურის რაიონებში, დაზარალდა ზემო იმერეთისა და რაჭის სოფლები. მსხვერპლის რაოდენობა დიდი არ იყო, რადგან მიწისძვრის ეპიცენტრი დასახლებული პუნქტებით მოშორებით მდებარეობდა. ამასთან, მიწისძვრის დროს ადამიანთა უმრავლესობა სამუშაოდ იყო წასული და სახლებში არ იმყოფებოდნენ.

მიყენებული მატერიარული ზარალისა და ადამინთა მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით მიწისძვრა ყველაზე მასშტაბული დამანგრეველი სტიქიაა. მიწისძვრებისაგან მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იღუპება. დედამიწაზე წელიწადში საშუალოდ ერთი კატასტროფული და 100 დამანგრეველი მიწისძვრა ხდება.


საქართველოში მიწისძვრების მაღალი აქტიურობით ჯავახეთის ვულკანური მთიანეთი და კავკასიონი გამოირჩევა

კატეგორია: იცით თუ არა რომ… | ნანახია: 1010 | დაამატა: balu | ტეგები: მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები, თავიდან აცილება, მიწისძვრა, მისი შედეგები | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.