Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » მორის რუპერტ ბიშოპი - "ეპიზოდი"
2:02 PM
მორის რუპერტ ბიშოპი - "ეპიზოდი"
მორის რუპერტ ბიშოპი (1944-1983 წელბი),გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი გრენადელი პოლიტიკოსი და გრენადის ეროვნული რევოლუციური მთავრობის თავჯდომარე 1979-1983 წლებში (პრემიერ-მინისტრი).იგი გადაყენებულ იქნა პოსტიდან ადგილობრივ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონფლიქტის შედეგად,რის შემდეგაც მის 11 უახლოეს თანამებრძოლთან ერთად დახვრეტილ იქნა ფრაქციონელთა მიერ 1983 წლის 19 ოქტომბერს,გრენადის დედაქალაქ სენტ-ჯორჯესში.მისი საინტერესო ბიოგრაფიიდან მკითხველო,ეხლა შევჩერდები მის განათლებაზე,რომლითაც იგი პატარაობიდანვე დიდ ინტერესს გამოხატავდა,რაშიც უდიდეს წვლილს მამამისი რუპერტი თამაშობდა.ისინი უღარიბესი უჯახი იყვნენ და მამა დღეში მხოლოდ 5 პესოს გამოიმუშავებდა.რადგანაც ოჯახში ერთადერთი შვილი მორისი იყო,მთელი ყარადღება მისკენ იყო მიპყრობილი და როგორც ზემოთ ავღნიშნე მამა მტელ თავისუფალ დროს მის განათლებას უთმობდა.თუმცა აღსანიშნავია,რომ მამა შვილის მიმართ "სასტიკი" მეთოდებით გამოირჩეოდა სწავლის დროს.მაშინ როდესაც მორისი კლასიდან კლასში უნდა გადასულიყო (გრენადაში,სასკოლო განათლების მიცემა ფასიანი იყო და კლასიდან-კლასში გადასვლა გამოცდების მეშვეობით ხდებოდა.თუ კი მოსწავლე ასი ქულიდან ას ქულას მიიღებდა,ამ შემთხვევაში მას გადასახადის გადახდაც ეხსნებოდა და სტიპენდიაც ენიშნებოდა.აქვე აღსანიშნავია,ისიც,რომ რაც უფრო მაღალ კლასში გადავიდოდა ბავში უფრო და უფრო იზრდებოდა გადასახადიც).სწორედ ამ მიზეზით მორისს მამამ უმკაცრესად მოსთხოვა ნებისმიერ ფასად უმაღლესი შეფასების მიღება.იგი თავადაც ძლიერ იყო დაინტერესებული უმაღლესი ქულების მიღებაში,რათა ისედაც ეკონომიკურად გაჭირვებული ოჯახისათვის "სწავლის გადასახადი" არ გადაეხდევებინა და "სტიპენდიაც" მიეღო.გამოცდების ჩაბარების შემდგომ მან 100 ქულიდან - 95 ქულა მიიღო.მორისისა და მამამისის (რუპერტის) ამ საკითხზე საკმაოდ საინტერესო საუბარი და მოვლენა შემოგვინახა ხორხე ლუნამ,რომელიც ამ სიტუაციას მოგვინებით ასე აღწერდა:
"გამოცდების ჩაბარებისა და მიღებული ქულების გამოცხადების შემდეგ მორისი სახლში ბრუნდება.მიუხედავად იმის,რომ მორისმა შესანიშნავი შედეგი აცვენა (100 ქულიდან - 95 ქულა),მამა მაინც უკმაყოფილო იყო მიღებული შედეგით და მას მიმართა: სად არის დარჩენილი ხუთი ქულა? როგორ გაბედე და მოიპარე იგი? და ყველასათვის მოულოდნელად ხუთჯერ ძლიერად შემოჰკრა სახეში ხელი".
მაშინ როდესაც ოჯახმა მანქანა იყიდა,რუპერტმა სასტიკი უარი განაცხადა შვილის სკოლაში მანქანით მიყვანაზე და ოჯახს განუცხადა: "თუ კი სხვა ბავშვები დადიან ფეხით,შენც ვალდებული ხარ იარო ისევე,როგორც ისინი დადიან,რადგან არაფრით გამოირჩევი შენ იმათგან".
ბიშოპმა სკოლა "უმაღლესი შედეგებით" დაასრულა და სკოლის ერთ-ერთ საუკეთესო "ერუდირებულ" ახალგაზრდადაც იქცა.საბოლოო ჯამში მორის რუპერტ ბიშოპი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი 1979 წელს ხდება და მიუხედავად მისი საშინელი აღსასრულისა,იგი დღემდე მიიჩნევა გრენადას ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე "განათლებულ" სახელმწიფოს მეთაურად.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 785 | დაამატა: balu | ტეგები: mosis rupert bishopi, მორის რუპერტ ბიშოპი - ეპიზოდი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.