6:07 PM მრავალლენტიანი კრაიტი | |
ოჯახი: ასპიტისებრნი გვარი: კრაიტები სახეობა: მრავალლენტიანი კრაიტი ქვესახეობები: არსებობს მაქ. ზომა: 1.8 მეტრი შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი გავრცელების არეალი: ჩინეთი, ტაივანი, ჩრდილო ვიეტნამი, ბურმა, ლაოსი. საბინადრო გარემო: გვხდება ხშირ და მანგროს ტყეებში. ასევე სასოფლო-სამეურნეო ადგილებში. გარეგნული აღწერილობა: მრავალლენტიანი კრაიტი არის საშუალო ზომის გველი, რომლის ზომაა 1 - 1.5 მეტრი, ხოლო მაქს. 1.85. გველს გააჩნია მკვეთრად გამოხატული შავი და თეთრი ლენტები სხეულზე, სადაც შავი ლენტები უფრო განიერია. პატარებს გააჩნიათ თეთრი ნიშანი თავზე. კვება: მრავალლენტიანი კრაიტი ხშირად ნადირობს სხვა გველებზე, განსაკუთრებით წყლის გველებზე. ხანდახან მისივე სახეობის პატარა ზომის გველებზეც. გველების გარდა იკვებება მღრღნელებით, ბაყაყებით და იშვიათად ხვლიკებით. გამრავლება: მრავალლენტიანი კრაიტები კვერცხმდებები არიან. დებენ 3 - 20 კვერცხს ივნისის თვეში. კვერცხებიდან მიახლოებით თვენახევარში იჩეკებიან პატარები. მათი საშუალო ზომა 0.2—0.27 სმ.-ია. ცხოვრების წესი და ქცევა: არის ღამის გველი. დღისით ქვების ქვეშ ან ხვრელებში იმალება. აქტიურობს განსაკუთრებით აპრილში. ნოემბერში მიეცემა ჰიბერნაციას. ეს გველი საკმაოდ მშვიდი ხასიათისაა, განსაკუთრებით დღისით, თუმცა ღამით პროვოცირების დროს აგრესიულები ხდებიან. შხამი: მრავალლენტიანი კრაიტი წარმოადგენს დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე შხამიან გველს. მისი შხამი შედგება პრე და პოსტ სინაპტიკური ნეიროტოქსინებისგან, რომლებიც ცნობილია სახელებით α-bungarotoxins და β-bungarotoxins. საშუალოდ გამოიმუშავებს 4.6 - 18.4 მგ. შხამს შხამი ძლიერ ტოქსიკურია, რაც მრავალლენტიან კრაიტს ხდის ერთ-ერთ ყველაზე შხამიან გველად დედამიწაზე. დაკბენისას მსხვერპლი არც ძლიერ ტკივილს გრძნობს და არც ნაკბენი უსივდება. მან შეიძლება ძლივს იგრძნოს პწკენის მსგავსი ჩხვლეტა. სისტემური სიმპტომები ვითარდება ჩვეულებრივ 1 - 4 საათში. ვლინდება დისკომფორტის შეგრძნება მკერდის არეში, საერთო ტკივილი და სისუსტის შეგრძნება კიდურებში, ატაქსია – (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა), ენის პარალიჩი, ხმის დაკარგვა, ყლაპვის პარალიჩი, ტუნელისებრი ხედვა (მხედველობის ავადმყოფური მდგომარეობა, რის დროსაც ადამიანი კარგავს პერიფერიული ხედვის შესაძლებლობას) და სუნთქვის გაუარესება. საბოლოოდ ადამიანი კვდება სუნთქვის ფუნქციის მოშლისგან. უმკურნალო შემთხვევების დროს გამოწვეული უბედური შემთხვევების მაჩვენებელი 85%-ია. რამოდენიმე გველი ახდენს ამ გველის მიმიკას იმდენად ძლიერად, რომ გამოცდილ ჰერპეტოლოგსაც კი შეიძლება გაუჭირდეს მათი განსხვავება. ზუსტად ესეთი რამე შეემთხვა ცნობილ ამერიკელ ჰერპეტოლოგს, რომელიც 2001 წელს ამ გველის ნაკბენისგან გარდაიცვალა მიანმარში, როცა იგი ატარებდა იქ კვლევებს. ეს იყო ჰერპეტოლოგი იოზეფ ბრუნო სლოვინსკი. ყველაფერი დილის 7 საათზე დაიწყო, როცა მან ხელში დაიჭირა პატარა მრავალლენტიანი კრაიტი და რომელიც ეგონა უშხამო გველი Lycodon გვარიდან, რომელიც შედის ანკარასებრნი ოჯახში. ხელში აყვანისას სლოვინსკი მიხვდა, რომ შეცდა და ეს მრავალლენტიანი კრაიტი იყო. მან შიშში შეაპყრო თვალები მას და წამოიყვირა: "That’s a fucking krait." თუმცა ვერ შეამჩნია მის შუა თითზე ნაკბენი, რომელიც გველს უკვე მოესწრო. იგი დაჯდა სასაუზმოდ და 8 საათისთვის შენიშნა, რომ დაეწყო კანკალი კუნთებში. სლოვინსკი მიხვდა უკვე რაშიც იყო საქმე. მას ცოტახანში შეუსუსტდა და მთლიანად დაეკარგა ხმა. იგი სათქმელს მესიჯების სახით წერდა. დღის 1:00PM საათისთვის, მას უკვე აღარ შეეძლო დამოუკიდებლად სუნთქვა და მისი ასისტენტები ეხმარებოდნენ და უტარებდნენ პირით ჩასუნთქებს. ცუდი ამინდის გამო ვერტმფრენი ვერ ახერხებდა ჩამოსვლას. ესე გაგრძელდა 26 მტანჯველი საათი, რომელიც დასრულდა ღამის 4 საათზე, როცა სლოვინსკიმ შეწყვიტა სიგნალის მოცემა ფეხით. მისმა ასისტენტმა, რომელიც თან ახლდა მას მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში, აღწერა ეს ყველაფერი დეტალურად წიგნში "The Snake Charmer". გთავაზობთ რამოდენიმე მესიჯს, რომელსაც წერდა სლოვინსკი სიკვდილის წინ: "გთხოვთ გეკავოთ ჩემი თავი, ჩემთვის ძნელია ამის გაკეთება "თუ ვაღებინებ ძალიან ცუდი იქნება ჩემთვის "შეიძლება ზურგზე გადამატრიალოთ ოდნავ?, "ჩამბერეთ უფრო ძლიერ (როცა სუნთქვა აღარ შეეძლო უკვე დამოუკიდებლად და უტარებდნენ ხელოვნურ სუნთქვებს) და მისი ბოლო მესიჯი იყო "მომეცით ნება მოვკვდე | |
|