Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » "მსოფლიო ენების შესახებ"...
11:12 PM
"მსოფლიო ენების შესახებ"...
სპეციალისტების ვარაუდით დედამიწაზე სულ 2500-დან 7000-მდე ენაა გავრცელებული.თუმცა აქვე გამოსაყოფია ის ფაქტი,რომ ეს ციფრები მხოლოდ ვარაუდია და ზუსტი რაოდენობა დღემდე ვერავინ დაადგინა.თანამედროვე სამყაროში "მსოფლიო ენებად" მიჩნეულია: ინგლისური,ფრანგული,არაბული,გერმანული,პორტუგალიური და რუსული ენები.გარდა ამ ენებისა,მსოფლიოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი საუბრობს ჩინურ,ჰინდისა და ურდუს ენებზე.პოსტში შემოგთავაზებთ ყველაზე გავრცელებულ და ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ მყოფ ენებს დედამიწაზე.მსოფლიოს ყველზე პოპულარულ და ფართოდ გავრცელებულ ენებზე დღესდღეობით შემდეგი რაოდენობა საუბრობს ადამიანებისა:

1. ჩინური (მანდარინი) - 1,705,000,000 მილიარდი ადამიანი.
2. ჰინდი - 600,000,000 ადამიანი.
3. ინგლისური - 514,000,000 ადამიანი.
4. ესპანური - 425,000,000 ადამიანი.
5. რუსული - 275,000,000 ადამიანი.
6. არაბული - 256,000,000 ადამიანი.
7. ბენგალური - 215,000,000 ადამიანი.
8. პორტუგალიური - 194,000,000 ადამიანი.
9. მალაიურ-ინდონეზიური - 176,000,000 ადამიანი.
10. ფრანგული - 129,000,000 ადამიანი.

1996 წელს ამერიკაში გარდაიცვალა ინდიელთა ერთ-ერთი მოდგმის - სიუს,წარმომადგენელი,რომელიც უკანასკნელი ადამიანი იყო,ვინც ფლობდა სიუს ენას.თუმცა სიკვდილამდე მან შეძლო მისი მშობლიური ანბანის დატანა ფურცლებზე,რომელიც შემდგომ გადატანილ იქნა სმიტსონის ინსტიტუტში.ამ მოქმედებით მან ფაქტიურად კაცობრიობას შეუნარჩუნა სიუს ენა.როგორც მეცნიერები ვარაუდობენ,მომდევნო ასი წლის მანძილზე ასეულობით ენა იქნება გაქრობის საფრთხის წინაშე.იმისათვის,რომ ადამიანებმა შეინარჩუნონესა თუ ის ენა,აუცილებელია ამ ენაზე,მინიმუმ 100,000 ადამიანი საუბრობდეს.დღესდღეობით,როგორც ცნობილია გაქრობის წინაშე 400 ენა დგას.პაპუა-ახალ გვინეაში 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და ისინი სულ 800 ადგილობრივ ენაზე საუბრობენ.რაც აღსანიშნავი ფაქტია,არის ის,რომ 800 სალაპარაკო ენიდან არც ერთზე არ საუბრობს 100,000 ადამიანიც კი,რაც ფაქტობრივატ გაქრობას უქადის მათ მრავალრიცხოვან ენებს.ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ მყოფ ენებად მიჩნეული არიან:

1. ბიკია - აღნიშნული ენა ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ მყოფი ენაა,რადგან მასზე მხოლოდ ერთადერთი 87 წლის ქალი,საუბრობს,რომელიც კამერუნისა და ნიგერიის მოსაზღვრე სოფელში ცხოვრობს.
2. სუსუამი - მხოლოდ ორად ორი ოჯახი საუბრობს მოროვიის პროვინციაში.
3. ლივონური ენა - ევროპის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველ ენადაა მიჩნეული,რადგან მასზე მხოლოდ 200 ადამიანი საუბრობს ლატვიაში.
4. ესტონური ენა - ესტონურ ენას,საფრთხე იმის გამო შეექმნა,რომ ამ ქვეყნის მაცხოვრებელი ახალგაზრდები ინგლისური ენის მიმართ უფრო დიდ ინტერეს ავლენენ,ვიდრე თავად ესტონური ენის მიმართ.აღნიშნულმა ფაქტმა კი ესტონური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა.
5. ოუნი - ამ ენაზე,რომელსაც "დასავლურ სეპიკადაც მოიხსენიებენ, დღესდღეობით მხოლოდ 384 ადამიანი საუბრობს.
6. ლილაუ - ამ ენაზე სულ 450 ადამიანი ლაპარაკობს.
7. კანდასე - აღნიშნულ ენაზე ირლანდიაში 480 ადამიანი საუბრობს.
8. ალფენდიო - ასევე მოიხსენიებენ როგორც "აღმოსავლური სეპიკი".მასზე დღეს 633 ადამიანი საუბრობს.
9. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანაში - ინდოეთში,არ არსებობს ისეთი ენა,რომელიც დომინირებადია.შესაბამისად ამ ქვეყანაში მრავალი ენაა.მათ შორის გარობის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე,შემდეგი ენებია: მარატი (მაჰარაშტრას შტატი),ორიია (ორისას შტატი),ტელუგუ (ანდჰრა პრადეშის შტატი) და ტამილური (ტამილ ნადუ).
10. აზიურ სახელმწიფო ტაილანდში,გაქრობის წინაშე მყოფ ენებად მიჩნეულია: ლაო,კამუანგი და პაკტაური ენები.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 910 | დაამატა: balu | ტეგები: sizmrebi, horoskopi, sizmrebis axsna, მსოფლიო ენების შესახებ, msoflios enebis shesaxeb | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.