Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » მსოფლიო გიგანტი - "ვერტიკალური აწყობის შენობა"
5:53 PM
მსოფლიო გიგანტი - "ვერტიკალური აწყობის შენობა"
"ვერტიკალური აწყობის შენობა" - ინგლისურ ენაზე "Vehicle Assembly Building" (VAB),წარმოადგენს ნაგებობას,რომელიც განკუთვნილი იყო კოსმოსური ხომალდების და რაკეტა-მატარებლების საბოლოო აწყობისათვის,სტარტის წინ.ტერიტორიულად იგი მდებარეობს კანავერალის კონცხზე,ფლორიდას შტატში (ამერიკა) და იგი შედიოდა - NASA-ს "ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის კოსმოსური კომპლექსის" შემადგენლობაში.აღნიშნული უზარმაზარი ნაგებობის აგების საჭიროება გახლდათ ის,რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობიდან - ვერტიკალურ მდგომარეობაში მოყვანა,კოსმოსური ხომალდების "შატლისა" და "სატურნი 5"-ის ურთულეს ტექნიკურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული,რის გამოც იქნა გადაწყვეტილება მიღებული აეგოთ სპეციალური ნაგებობა,რომელსაც შემდგომში "ვერტიკალური აწყობის შენობა" უწოდეს.იგი აგებულ იქნა 1963-1965 წლებში და მოქმედებაში გახლდათ 1968-2011 წლებში.ნაგებობის ზომები მართლაც იმდენად დიდი იყო,რომ მის შიგნით საკუთარი კლიმატიც კი გააჩნდა.მისი სიმაღლე 160 მეტრია,სიგრძე 218 მეტრი,სიგანე 158 მეტრი,ხოლო მისი საერთო მოცულობა 3,664,883 კუბურ მეტრს შეადგენდა.იგი განფენილი იყო 3,25 ჰექტარ მიწაზე.ამ მაჩვენებლებით იგი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაგებობადაც იყო მიჩნეული მსოფლიოში.მასზე დამონტაჟებული კარები კი მსოფლიოში დღემდე აგებულ ყველაზე დიდ კარებად არის მიჩნეული,რომლის სრულ გაღებასაც 45 წუთი ჭირდებოდა.მის ასაგებად გამოყნებულ იქნა 89 421 ტონა - რკინის კონსტრუქცია და 49 696 კუბური მეტრი ბეტონი.ნაგებობის ვინტილიაციისათვის გამოყენებულ იქნა 125 უზარმაზარი ვინტილატორი.შენობასი განთავსებულ იქნა 71 ამწე და ორი ხიდის ამწე (რომელთა ტვირთამწეობა 277 ტონას შეადგენდა).აღნიშნულ შენობაში შესვლის უფლება გააჩნდათ,მხოლოდ და მხოლოდ NASA-ს თანამშრომლებსა და ქვეყნის ოფიციალურ პირებს.2001 წელს,გრანდიოზულ "ვერტიკალური აწყობის შენობას" დანიშნულება შეუცვალეს და დღესდღეობით მასში კოსმოსური ხომალდების აგება აღარ მიმდინარეობს.მიუხედავად ამისა იგი დღემდე ერთ-ერთ უდიდეს ნაგებობად რჩება მსოფლიოში და მნახველის გაოცებასაც იწვევს მისი გიგანტური მოცულობის გამო.
კატეგორია: გამოგონებები | ნანახია: 856 | დაამატა: balu | ტეგები: msoplios giganti vertikaluri shenob, giganti, მსოფლიო გიგანტი - ვერტიკალური აწყობ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.