7:38 PM მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი | |
ყოველკვირეულმა ”Times Higher Education”-მა, რომელიც ბრიტანული გაზეთ ”Times”-ის დამატებაა, მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებელთა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. ამჯერად რეიტინგის შედგენისას 9386 მეცნიერისა და 3281 დამსაქმებლის აზრი გაითვალისწინეს. აღსანიშნავია, რომ საუბარია მიღებული განათლების ხარისხზე და არა უნივერსიტეტთა კვლევით საქმიანობაზე. რეიტინგში შეტანილ 200 უმაღლეს სასწავლებელს შორის პირველ 16 ადგილს ტრადიციულად ამერიკული და ბრიტანული სასწავლებლები იკავებენ. პირველ ადგილს წელს, ისევე როგორც შარშან, აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტი იკავებს. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა აზრით, აშშ-ის, როგორც ”საუნივერსიტეტო ზესახელმწიფოს” სტატუსი, გასული წლებისგან განსხვავებით, აღარც ისე სარწმუნოა. მსოფლიოს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელთა რეიტინგში მოწინავე ადგილებს უფრო აზიური სასწავლებლები (ტოკიოს უნივერსიტეტი – 22-ე ადგილი, ჰონკონგის – 24-ე ადგილი) იკავებენ – წელს უკვე 32 ამგვარი სასწავლებელი გამოიკვეთა. | |
|